ბექა ბაიაშვილი

ბექა ბაიაშვილი

რედაქტორი, ტექნიკური მენეჯერი

ბექა ბაიაშვილი — პლატფორმა sustainability.ge-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტექნიკური მენეჯერი, რედაქტორი და სტატიების ავტორი. მკვლევარი საქართველოს მდგრადი განვითარების ინსტიტუტში. ეკონომიკის ბაკალავრი.

ბექა ამჟამად სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე და არის სისტემური ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია GEC Consulting-ის ასოცირებული ბიზნეს კონსულტანტი. დაინტერესებულია წრიული (ცირკულარული) ეკონომიკით და ამ მხრივ არის არაერთი საკონფერენციო-აკადემიური ნაშრომის ავტორი. ბექა საერთაშორისო ორგანიზაციის, „oikos“-ის აქტიური წევრია 2019 წლის გაზაფხულიდან. 2020-2021 წლებში იყო oikos Tbilisi-ს სტუდენტური ვიცე-პრეზიდენტი.

გავლილი აქვს საერთაშორისოდ აღიარებული არაერთი კურსი შემდეგი მიმართულებებით: მდგრადი განვითარება, წრიული ეკონომიკა, ციფრული მარკეტინგი და ა.შ.

2013 წლიდან აქტიურად წერს ლექსებს.