კლიმატის ცვლილების ეკონომიკური გავლენა საქართველოში
13 ივნისის ტრაგედია

კლიმატის ცვლილების ეკონომიკური გავლენა საქართველოში

იხილეთ ბექა ბაიაშვილის სტატია „კლიმატის ცვლილების ეკონომიკური გავლენა საქართველოში“.


საქართველო ბუნებრივი რესურსებით მდიდარი, დაბალი საშუალო შემოსავლის ქვეყანაა, რომელიც დიდადაა დამოკიდებული ტურიზმის სექტორზე. ეს უკანასკნელი და ბუნებივი რესურსები კი, თავის მხრივ, მჭიდრო კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან. ტურიზმი ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ეკონომიკის სექტორია, რომელიც მშპ-ის 23%-ს ქმნის და მოსახლეობის 20%-ს ასაქმებს. ამჟამად, მსოფლიოს პოპულარულ სათხილამურო, სალაშქრო და საზღვაო კურორტებს ბუნებრივი პირობების ცვლილების გამო საფრთხე ემუქრება.

უკანასკნელი წლების უდიდესი კატასტროფა 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მოხდა, როდესაც ჭარბმა, მოულოდნელმა ნალექმა ვერეს ხეობის დამეწყვრა, შემდეგ კი დიდი წყალმოვარდნა გამოიწვია. 13 ივნისის მოვლენებმა საქართველოს ეკონომიკას დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა. ზოგადად, ქვეყანაში გვალვები წყალდიდობებზე ნაკლები სიხშირითაა, მაგრამ უფრო დიდი ზარალის გამომწვვეია. მაგალითად, 2000 წლის გვალვებმა სოფლის მეურნეობის სექტორში 460 მილიონ დოლარამდე ზარალი გამოიწვია, შესაბამისად,  ტემპერატურის ზრდა და მოულოდნელი სეზონური წვიმები აგროსექტორზე, რომელიც ქვეყნის 50%-ს ასაქმებს, დამაზიანებლად მოქმედებს.

გარდა ამისა, მდინარეებში წყლის დონის შემცირება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ენერგომომარაგებას. კავკასიაში საქართველოს მყინვარული რეგიონების ყველაზე დიდი ფართობები აქვს, რომელიც 1974 წლიდან დრამატულად დნება. მყინვარები წყლის რესურსების მნიშვნელოვანი წყაროა და მათი დნობა მტკნარი წყლის რესურსებს მნიშვნელოვნად ამცირებს.  

იხილეთ საქართველოს კლიმატში მოსალოდნელი სავარაუდო ცვლილებები:


გამოყენებული წყარო

https://www.climatelinks.org/sites/default/files/asset/document/2017_USAID%20ATLAS_Climate%20Change%20Risk%20Profile%20-%20Georgia.pdf


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


სტატიის „კლიმატის ცვლილების ეკონომიკური გავლენა საქართველოში“ შემდეგ იხილეთ აგრეთვე:

კლიმატის ცვლილების უთანასწორობა

კლიმატის ცვლილება

ბუნებრივი გადაწყვეტები კლიმატისთვის: როგორ გამოვიყენოთ ბუნება კლიმატის კრიზისის დასაძლევად?

ბექა ბაიაშვილი

ბექა ბაიაშვილი

ბექა ბაიაშვილი არის პლატფორმა sustainability.ge-ის გუნდისა და მდგრად განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაცია, oikos Tbilisi-ის წევრი. ბექა ქართული ვიკიპედიის რედაქტორია 2014 წლიდან და შემმოწმებელი — 2018 წლიდან. ის ასევე „ვიკიმედია საქართველოს“ საერთო ფორუმის წევრია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami