ეროვნული ბიომრავალფეროვნების ინდექსი
აღმოსავლურკავკასიური ჯიხვები, ლაგოდეხის ნაკრძალი

ეროვნული ბიომრავალფეროვნების ინდექსი — TOP 10 ქვეყანა

ეროვნული ბიომრავალფეროვნების ინდექსი (ები; ინგლ.: National Biodiversity Index; NBI) არის ქვეყნის ბუნებრივ სიმდედრზე და ენდემიზმზე დაფუძნებული მაჩვენებელი. მის გამოსათვლელად გამოყენებულია ხმელეთის ხერხემლიანთა ოთხი კლასი და ჭურჭლოვანი მცენარეები; ხერხემლიანთა და მცენარეთა წონა თანაბარია.

ინდექსი შედარებითი მაჩვენებელია, უდიდესი მნიშვნელობაა 1 და საწყის ქვეყანად აღებულია ამ მონაცემებით ყველაზე მდიდარი, ინდონეზია (ანუ მისი ეროვნული ბიომრავალფეროვნების ინდექსი 1-ის ტოლია). მინიმალური მაჩვენებელია 0. ინდექსი კორექტირებულია ქვეყნის ზომის მიხედვით.

#ქვეყანაები-ის მაჩვენებელი
1.ინდონეზია1.000
2.კოლუმბია0.935
3.მექსიკა0.928
4.ბრაზილია0.877
5.ეკვადორი0.873
6.ავსტრალია0.853
7.ვენესუელა0.850
8.პერუ0.843
9ჩინეთი0.839
10.კოსტა-რიკა0.820

საქართველო ამ რეიტინგში 0.553 ქულით 170-მდე ქვეყნიდან 78-ე ადგილს იკავებს.

განმარტებისთვის: რა არის ბიომრავალფეროვნება?

სხვადასხვა წყაროებში ბიომრავალფეროვნება სხვადასხვა კუთხითაა განხილული. საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ გვეუბნება, რომ ბიომრავალფეროვნება ესაა გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვის და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავენ მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში.

საქართველოს 1996 წლის კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“ კი — ცოცხალ ორგანიზმთა მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვის და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავენ მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში.


წყარო


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


ბექა ბაიაშვილი

ბექა ბაიაშვილი არის პლატფორმა sustainability.ge-ის გუნდისა და მდგრად განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაცია, oikos Tbilisi-ის წევრი. ბექა ქართული ვიკიპედიის რედაქტორია 2014 წლიდან და შემმოწმებელი — 2018 წლიდან. ის ასევე „ვიკიმედია საქართველოს“ საერთო ფორუმის წევრია.

დატოვეთ კომენტარი

Close Bitnami banner
Bitnami