IFRS

IFRS ფონდი GRI-სთან შეთანხმებას ხელს აწერს

24 მარტს, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ფონდი ფონდმა (IFRS)და გლობალურმა ანგარიშგების ინიციატივამ (GRI) განაცხადეს კოლაბორაციული შეთანხმების შესახებ, რომლის ფარგლებშიც მათი სტანდარტების დამნერგავი კომიტეტები: საერთაშორისო მდგრადობის სტანდარტების კომიტეტი (ISSB) და გლობალური მდგრადობის სტანდარტების კომიტეტი (GSSB), შეეცდებიან მათი სამუშაო პროგრამების და სტანდარტების დამნერგავი აქტივობების კოორდინირებას. 

IFRS ფონდმა კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციაზე (COP26) განაცხადა ISSB-ის შექმნის შესახებ იმ მიზნით, რომ კაპიტალის ბაზრებისათვის განავითარონ ინვესტორებზე ორიენტირებული მდგრადობის გამჟღავნების ყოვლისმომცველი გლობალური ბაზა. თავის მხრივ,GRI-მ, რომელიც მდგრადი ანგარიშგების სტანდარტების დანერგვის მიმართულებით წარმოადგენს ლიდერ ორგანიზაციას უამრავი დაინტერესებული მხარისათვის, განაცხადა IFRS-სა და GRI-ს სამომავლო ჩართლობის შესახებ ერთმანეთის საკონსულტაციო ორგანოებისა და მდგრადი ანგარიშგების აქტივობებთან დაკავშირებით. 

შეთანხმება ასახავს ინვესტორებზე ორიენტირებული მდგრადობის შესახებ საბაზისო ინფორმაციის თავსებადობისა და კავშირის დაზუსტებას კაპიტალის ბაზრის საჭიროებებთან, რაც, საბოლოოდ მიზნად ისახავს მოემსახუროს უფრო ფართო სპექტრის დაინტერესებულ მხარეებს. IFRS ფონდი და GRI აღიარებენ საზოგადოების ინტერესს მათი სამუშაო პროგრამების, ტერმინოლოგიისა და სახელმძღვანელო მითითებების დარეგულირების საკითხებში, რაც ხელს შეუწყობს კომპანიებისთვის ანგარიშგების სირთულეების შემცირებას და მდგრადობის ანგარიშგების შემდგომ ჰარმონიზაციას საერთაშორისო დონეზე.

ერთობლივი თანამშრომლობით, IFRS ფონდი და GRI უზრუნველყოფენ საერთაშორისო მდგრადობის ანგარიშგების ორ „საფეხურს“ – პირველი, რომელიც წარმოადგენს ISSB-ის მიერ შემუშავებულ IFRS მდგრადობის გამჟღავნების სტანდარტებს, ე.ი ინვესტორებზე ორიენტირებულ კაპიტალის ბაზრის სტანდარტებს და მეორე, GRI მდგრადობის ანგარიშგების მოთხოვნებს, რომელიც დაფუძნდა GSSB-ის (Global Sustainability Standards Board) მიერ, აღნიშნული უნდა გახდეს პირველთან თავსებადი. იგი უნდა იქნეს შედგენილი ისე, რომ შეესაბამებოდეს უამრავი დაინტერესებული მხარის საჭიროებას. 

შეთანხმებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ერკი ლიკანენმა, IFRS ფონდის ნდობით აღჭურვილ პირთა თავმჯდომარემ:

„COP26-ზე ჩვენ ვიგრძენით ძლიერი მხარდაჭერა მდგრადობის ანგარიშგების ლანდშაფტის კონსოლიდაციის მიმართულებით. ISSB-ის სამუშაო პროცესი და მისი გლობალური საბაზისო კონცეფცია ხელს შეუწყობს ამ მიზნის მიღწევას კაპიტალის ბაზრებისათვის, ხოლო ეს შეთანხმება GRI-სთან უზრუნველყოფს კაპიტალის ბაზრის სტანდარტების შემუშავებას ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ანგარიშგების ტვირთი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც, ასევე, იყენებენ GRI სტანდარტებს.“

GRI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ელკო ვან დერ ენდენმა განაცხადა:

„მემორანდუმი GRI-სა და IFRS Foundation-ს შორის არის ძლიერი სიგნალი კაპიტალის ბაზრებისთვის და საზოგადოებისთვის, რომ გლობალური მასშტაბით შესაძლებელია გვქონდეს ყოვლისმომცველი ანგარიშგების სისტემა, რომელიც აერთიანებს ფინანსურ და ზემოქმედების მატერიალურობას მდგრადობის ანგარიშგებისთვის. GRI-ის დამკვიდრებული და ფართოდ მიღებული სტანდარტების მდგრადობის ზემოქმედების შესახებ და ISSB-ის მიერ შემუშავებულ ინვესტორზე ორიენტირებულ სტანდარტებთან შესაბამისობა სარგებელს მოუტანს როგორც კომპანიებსა და ინვესტორებს, ასევე დაინტერესებულ მხარეთა ფართო სპექტრს მთელს მსოფლიოში”.

ISSB-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ემანუელ ფაბერმა განაცხადა:

 „მათთვის, ვინც დაინტერესებულია ზემოქმედების გათვალისწინებაში საწარმოს ღირებულების შეფასებისას, ISSB-ისა და GSSB-ის მიერ დადგენილი სტანდარტების ერთად გამოყენება შესთავაზებს მდგრადობის გამჟღავნების სრულ და თავსებად პაკეტს. ეს შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ორი სტანდარტის დამდგენი საბჭო ითანამშრომლებს ამ მიზნის მისაღწევად.“

GRI GSSB-ის თავმჯდომარემ ჯუდი კუშევსკიმ განაცხადა:

 „GSSB-სა და ISSB-ს შორის თანამშრომლობა გამოხატავს ჩვენს საერთო ერთგულებას გამჟღავნების მოთხოვნების გლობალური თანხვედრის მიმართ. ეს გადამწყვეტია, თუ ჩვენ გვსურს მივცეთ კომპანიებს თანმიმდევრული ანგარიშგების საშუალება, რაც ზრდის ანგარიშვალდებულებას და ახალისებს პასუხისმგებელ ბიზნეს პრაქტიკას. ჩვენ მოუთმენლად ველით სამუშაო პროგრამების გათანაბრებას და ორსაფეხურიანი კორპორატიული ანგარიშგების სისტემის რეალობად ქცევას, ფინანსური და მდგრადი ანგარიშგების თანაბარ პირობებში.“

IFRS ფონდმა გამოაცხადა კონსოლიდაცია კლიმატის გამჟღავნების სტანდარტების საბჭოსთან (CDSB) და ღირებულების ანგარიშგების ფონდთან (VRF) (რომელიც შეიცავს ინტეგრირებული ანგარიშგების და SASB სტანდარტებს). ISSB მომავალ კვირას აპირებს გამოაქვეყნოს კლიმატის ცვლილებასთან და ზოგად მდგრადობასთან დაკავშირებული გამჟღავნების მოთხოვნები, რომლებიც, როგორც კი დასრულდება, შექმნის გლობალურ საფუძველს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისწავდომობისთვის/გამოქვეყნებისთვის . გლობალურ საბაზისო კონცეფციას მიესალმებიან G20 ლიდერები, ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაცია (IOSCO) და სხვები.

როგორც მდგრადობის ანგარიშგების წამყვანი გლობალური სტანდარტების დამდგენი, რომელიც ეხება ორგანიზაციის გავლენას ეკონომიკაზე, გარემოზე და ადამიანებზე, GRI სტანდარტები ფართოდ არის აღიარებული კომპანიების მიერ მთელ მსოფლიოში. დაინტერესებული მხარეების მდგრადობის ანგარიშგების მოთხოვნების შექმნისას ბევრი იურისდიქცია მიმართავს GRI სტანდარტებს. გარდა ამისა, GRI-ის სტანდარტები მუდმივად განიხილვის ქვეშაა მიმდინარე განვითარებით, მათ შორის, ახალი სექტორის სტანდარტები და განახლებული ბიომრავალფეროვნების სტანდარტი.

წყარო: IFRS Foundation and GRI to align capital market and multi-stakeholder standards to create an interconnected approach for sustainability disclosures


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე: 100 დღე ISSB-ის შექმნიდან

მარიამ გერგედავა

მარიამ გერგედავა

მარიამ გერგედავა არის პლატფორმის ერთ-ერთი წევრი. ბოლო 2 წელია დაინტერესებულია მდგრადი განვითარების სფეროთი. მარიამი არის საერთაშორისო ორგანიზაცია oikos-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის წევრი და ამავე ორგანიზაციის სტუდენტური პრეზიდენტი 2020-21 წლებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.