ევროპის

ევროპის ფინანსური ანგარიშგების მრჩეველთა ჯგუფმა (EFRAG) ევროპის მდგრადი ანგარიშგების სტანდარტების (ESRS) მონახაზები გამოსცა

ევროპის ფინანსური ანგარიშგების მრჩეველთა ჯგუფმა (EFRAG) საჯარო კონსულტაციები გამოაცხადა ევროპის მდგრადი ანგარიშგების სტანდარტების (ESRS) მონახაზებთან დაკავშირებით. ESRS-ი მოიცავს მოიცავს მდგრადობის საკითხების სრულ სპექტრს, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: გარემოსდაცვითი, სოციალური, მმართველობითი და ჯვარედინი სტანდარტები. საკონსულტაციო პერიოდი 2022 წლის 8 აგვისტომდე გაგრძელდება. 

EFRAG-ის მისიაა ემსახუროს ევროპულ საჯარო ინტერესს ფინანსური ანგარიშგებისა და მდგრადი ანგარიშგების მიმართულებით. EU მდგრადი ანგარიშგების სტანდარტების შემუშავებით იგი ავითარებს და ცნობიერებას უზრდის ევროპულ შეხედულებებს კორპორატიული ანგარიშგების მიმართულებით. ასევე, EFRAG-ი გამოდის ევროკომისიის (EU) მრჩევლის როლში ისეთ საკითხში, როგორიცაა IFRS-ის ახლად შემუშავებული და განახლებული სტანდარტების და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IAS) შესაბამისობა.

გარდა ამისა, ევროკომისიის წინადადება კორპორატიული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის შესახებ (CSRD) ითვალისწინებს ევროკავშირის მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტების (ESRS) მიღებას. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 21 აპრილს ევროკომისიამ მიიღო წინადადება კორპორატიული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის შესახებ (CSRD), რომელიც შეცვლის არაფინანსური ანგარიშგების დირექტივის (NFRD) არსებულ მოთხოვნებს.

ESRS-ის მონახაზებთან დაკავშირებით გამოცხადებული კონსულტაციები ემსახურება 3 ძირითად ასპექტს: 

1)შემოთავაზებული სტრუქტურის შესაბამისობა, CSRD-ის პრინციპების იმპლემენტაცია და თითოეული მონახაზის შინაარსი; 

2) ESRS-ის განხორციელების პრიორიტიზირების შესაძლო ვარიანტები;

3) გამჟღავნების თითოეული მოთხოვნის ადეკვატურობა;

იხილეთ ESRS-ის მონახაზები შემდეგ ბმულზე: Public consultation on the first set of Draft ESRS – EFRAG 

EFRAG-ი ატარებს გამოკითხვებს გამოქვეყნებულ ESRS-ის მონახაზებთან დაკავშირებით. კითხვარის მეშვეობით მონახაზების შესაფასებლად გადადით შემდეგ ბმულებზე:

გამოყენებული წყაროები: 

მარიამ გერგედავა

მარიამ გერგედავა

მარიამ გერგედავა არის პლატფორმის ერთ-ერთი წევრი. ბოლო 2 წელია დაინტერესებულია მდგრადი განვითარების სფეროთი. მარიამი არის საერთაშორისო ორგანიზაცია oikos-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის წევრი და ამავე ორგანიზაციის სტუდენტური პრეზიდენტი 2020-21 წლებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *