სტანდარტების საბჭო

მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტების საბჭო (ISSB) გამოქვეყნებულ მონახაზებთან დაკავშირებით ვებინარებს მართავს

მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტების საბჭო (ISSB) ყველა დაინტერესებული მხარისთვის 28 აპრილს ვებინარებს გამართავს, რათა ერთად განიხილონ გამოქვეყნებული მონახაზები. საკონსულტაციო პერიოდი 2022 წლის 29 ივლისს დასრულება იმ მიზნით, რომ საბოლოო სტანდარტები წლის ბოლომდე გამოქვეყნდეს. 

შეუერთდით ვებინარს, რათა მოისმინოთ განხილვა და დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები.

დაინტერესებული მხარეების სხვადასხვა დროის სარტყელში ყოფნის გათვალისწინებით, გაიმართება 2 სესია. ISSB-ის ვიცე-თავმჯდომარე სიუ ლოიდი და ISSB-ის ტექნიკური ჯგუფი ორივე სესიას დაესწრება. 

ორივე ვებინარი 2022 წლის 28 აპრილს გაიმართება. გთხოვთ, გამოიყენოთ ქვემოთ მოცემული ბმულები რეგისტრაციისათვის:

დამატებითი ინფორმაცია დღის წესრიგთან და ვებინარის ბმულებთან დაკავშირებით დროულად გახდება ხელმისაწვდომი.

ვებინარის ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება პროექტის გვერდებზე და IFRS-ის YouTube არხზე ლაივ სესიების შემდგომ. 

გამოყენებული წყარო: Webinar on the ISSB’s exposure drafts


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე: ISSB-მ 29 ივლისამდე საჯარო კონსულტაციისთვის სტანდარტების ორი პროექტი გამოსცა

მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტების საბჭო

მარიამ გერგედავა

მარიამ გერგედავა

მარიამ გერგედავა არის პლატფორმის ერთ-ერთი წევრი. ბოლო 2 წელია დაინტერესებულია მდგრადი განვითარების სფეროთი. მარიამი არის საერთაშორისო ორგანიზაცია oikos-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის წევრი და ამავე ორგანიზაციის სტუდენტური პრეზიდენტი 2020-21 წლებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.