დაწერე ახალი ისტორია – 2/7 დონატის ეკონომიკა

ქეით რავორთი თავის წიგნში “დონატის ეკონომიკა” საუბრობს 7 ძირითად პრინციპზე თუ როგორ უნდა იფიქროთ როგორც 21-ე საუკუნის ეკონომისტმა, რომელთაგან მეორეა: “დაწერე ახალი ისტორია”.

შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო ჩვენ მიერ თარგმნილი ქართული სუბტიტრებით, ან გაეცნოთ მოკლე შინაარსს ტექსტის სახით.

“1947 წლის აპრილში, პატარა შვეიცარულ სოფელში, ეკონომისტთა მცირე ჯგუფი შეიკრიბა, რათა თავიდან დაეწერათ გლობალური ეკონომიკის მიმდინარეობა, რომელიც დღეს ნეოლიბერალიზმის სახელითაა ცნობილი. ამ ახალ მიმდინარეობაზე მუშაობისას ისინი იყენებდნენ „გონებამახვილურ“ მეთოდს, რომელმაც სამწუხაროდ ეკონომიკური სუბიექტი აღწერეს როგორც რაციონალური და ყოვლისშემძლე არსება. შესაბამისად ეკონომიკური თეორიის პრაქტიკული ნაბიჯების განვითარების გზები თავისით ჩამოყალიბდა.

1980-იან წლებში, ლიბერალური სცენარის საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენა შექმნის ეტაპიდანვე მიიჩნეოდა სახიფათო გეგმად. სწორედ ნეოლიბერალიზმის შედეგია, რომ ორმოცი წლის მანძილზე გვარწმუნებენ შემდეგში:

  • ბაზარი არის ეფექტიანი, ამიტომ მას უნდა მივცეთ თავისუფალი დინების საშუალება;
  • მთავრობა არის არაკომპეტენტური, ამიტომ მას არ უნდა მივცეთ ეკონომიკაში ჩარევის უფლება;
  • ფინანსები გვაძლევს უტყუარ მონაცემებს, რომელსაც ყოველთვის შეგვიძლია დავეყრდნოთ;
  • ვაჭრობა არის ორმხრივად მომგებიანი და ხელსაყრელი, ამიტომ უნდა გაიხსნას ყველა საზღვარი;
  • საზოგადოებრივი სიკეთე არის საზიანო, ასე რომ ისინი უნდა გაიყიდოს;
  • საზოგადოება, როგორც ასეთი, არ არსებობს და მის წინაშე პასუხისმგებლობას არ უნდა ვგრძნობდეთ;
  • შინამეურნეობა არის საოჯახო საქმე, ამიტომ ის ქალებს უნდა მივანდოთ.

ზემოხსენებული მიდგომით, ერთი შეხედვით, ბაზრის ტრიუმფი გარდაუვალი უნდა ყოფილიყო, თუმცა, საბოლოოდ, ამან მიგვიყვანა საზოგადოებრივ და ეკოლოგიურ კრიზისამდე. აქედან გამომდინარე, დროა შევცვალოთ დრომოჭმული ნეოლიბერალური მიდგომა!

ჩვენ გვჭირდება საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული ახალი ეკონომიკური მიდგომა, რომელიც ეკონომიკას ხალხის სამსახურში ჩააყენებს! XXI საუკუნეში უკვე აღარაა აქტუალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკა. ახალი მიდგომის შექმნა კი, ისევე, როგორც შესაბამისი ახალი ეკონომიკური აზროვნება, დღეიდან უნდა დავიწყოთ.


„დაწერე ახალი ისტორია“ შვიდიდან მეორე პრინციპია. იხილეთ დანარჩენი პრინციპების ამსახველი ვიდეოები აღნიშნული წიგნის („დონატის ეკონომიკა“) მიხედვით:



იხილეთ მეტი ქეით რევართისა და დონატის ეკონომიკის შესახებ ვებ-გვერდზე: https://www.kateraworth.com/

ლევან ფანგანი

ლევან ფანგანი არის sustainability.ge პლატფორმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ასევე სისტემური ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია: GEC-ს აღმასრულებელი დირექტორი. ბოლო 10 წელია ლევანი აქტიურად მუშაობს მდგრადი განვითარების საკითხებზე. იყო მდგრად განვითარებაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, oikos-ის გლობალური პრეზიდენტი და მოღვაწეობდა შვეიცარიაში. მას აქვს 9 წლიანი მენეჯერული გამოცდილება. ლევანი იყო გაეროს ქვე-ორგანიზაციის PRME-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ასევე რამდენიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მონაწილეობდა და მომხსენებელი ყოფილა მდგრადი განვითარების 100-ზე მეტ კონფერენციაზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami