მდგრადი ინვესტირება

მდგრადი ინვესტირება – მომავლის სტრატეგია

ტრადიციულად, ინვესტორები საკუთარ ქმედებას მხოლოდ ფინანსური საზომებით ზომავდნენ. მაგრამ გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული ინვესტირება ერთგვარი მეინსტრიმი გახდა ბოლო ათწლეულში. გლობალური მდგრადი ინვესტირების ალიანსის (GSIA)[1] მიხედვით 2016 წელს აქტივების 26%-ს  „სოციალურად პასუხისმგებლიანი ინვესტიციები“ წარმოადგენდა, რაც ევროკავშირის კომისიის მიხედვით ორ მნიშვნელოვან ნაწილს აერთიანებს: ფინანსების ისეთი პროექტებისკენ წარმართვა, რომლებიც ხელს შეუწყობს მდგრად და ინკლუზიურ ზრდას და ფინანსური სტაბილურობის გაუმჯობესებას საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG)[2] ფაქტორების გათვალისწინებით.

https://greenriverfinserv.com/low-carbon-sustainable-investing/

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს უდიდესი საინვესტიციო ფირმის, BlackRock-ის 2018-2019 წლის ინვესტირების სტრატეგიის მთავარი ნაწილი სწორედ მდგრადი ინვესტირება გახდა. BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლარი ფინკი თავის კოლეგებს ყოველწლიური წერილით მიმართავს: „ის ფულადი სახსრები, რომელთაც ჩვენ განვკარგავთ ჩვენ არ გვეკუთვნის, არამედ ეს ფული ეკუთვნით მომხმარებლებს ათეულობით ქვეყნიდან და ისინი ცდილობენ ფული ისეთი გრძელვადიანი მიზნებისთვის დააბანდონ, როგორიცაა პენსია და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი ინსტიტუციებისა და ინდივიდების მიმართ მაღალი პასუხისმგებლობა, ხელი უნდა შევუწყოთ გრძელვადიან ღირებულებებს.

გასულ სექტემბერს, ქუჩებში გამოსული მილიონობით ადამიანი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ითხოვდა მოქმედებას , რაც მიუთითებს კლიმატური ცვლილებების რისკებზე და ერთგვარი ბიძგია იმისა, რომ ცოტა შევანელოთ და დავფიქრდეთ, თუ როგორ ვიმოქმედოთ მდგრადი, მზარდი ეკონომიკისა და კეთილდღეობისთვის. მსოფლმხედველობა სწრაფად იცვლება და მე მჯერა, რომ ფუნდამენტურად უნდა შევცვალოთ ინვესტირების სისტემა.“

UN’s Intergovernmental Panel on Climate Change, the BlackRock Investment Institute, McKinsey და სხვა უამრავი ორგანიზაციის კვლევებმა აჩვენეს თუ რა გავლენას ახდენს კლიმატური ცვლილებების მიერ გამოწვეული რისკები მსოფლიოზე, როგორც ფიზიკურად, ასევე ეკონომიკურად.

მაგალითად, შესაძლებელი იქნება თუ არა იმ ინფრასტრუქტურული საჭიროებების დაფარვა რაც ქალაქებს სჭირდება პერიოდულად იმის ფონზე, რომ კლიმატური რისკები უბრალოდ ფორმას შეუცვლის მუნიციპალურ ობლიგაციებს? გაუძლებს ბაზარი წყალდიდობებს და გვალვისგან გამოწვეულ ხანძრებს თუ ლიდერები ვერ შეძლებენ კლიმატური რისკების სწორად შეფასებას ? ინფლაციაზე რას იტყვით? როგორღა შევძლებთ ეკონომიკურ წინსვლას თუ განვითარებადი ბაზარი ექსტრემალური სიცხისა და სხვა კლიმატური გამოწვევების პირობებში პროდუქტიულობას შეწყვეტს? ვფიქრობ, ეს კითხვები მოგვცემს საშუალებას ძირფესვიანად გადავაფასოთ რისკები, დავრწმუნდეთ პასუხისმგებლიანი, მდგრადი ინვესტირების საჭიროებაში და იმ კომპანიებსა თუ ბანკებს ვკითხოთ, აბანდებენ თუ არა ჩვენს მიერ მინდობილ ფულს მდგრადად. ამაში კი სტუდენტური კამპანია  #mymoneymyplanet დაგვეხმარება.


[1] Global Sustainable Investment Alliance (გლობალური მდგრადი ინვესტირების ალიანსი)

[2] Environmental, Social and Governance (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი)


სტატიაში გამოყენებული ლიტერატურა:

  1.   What is sustainable finance? (2018, April 17). The Economist. https://www.economist.com/the-economist-explains/2018/04/17/what-is-sustainable-finance
  2. Larry fink’s letter to CEOs. (n.d.). BlackRock. https://www.blackrock.com/corporate/investor-relations/larry-fink-ceo-letter 


სტატიაში მოყვანილი შეხედულელები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს Sustainability.ge-ს პოზიციას.


იხილეთ აგრეთვე

დიანა ბაბლიაშვილი

დიანა ბაბლიაშვილი

დიანა ბაბლიაშვილი არის საერთაშორისო ორგანიზაცია oikos-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის, oikos Tbilisi-ს, სტუდენტური პრეზიდენტი. დაინტერესებულია ფინანსური ბაზრებით და აქტიურად არის ჩართული მდგრადი განვითარების სფეროში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami