ეკოტურიზმი
წყარო: ფოტო გავრცელებულია თავისუფალი ლიცენზიით.

ეკოტურიზმი – ეკოსისტემის კონსერვაციის მექანიზმი

გლობალიზაციის ეპოქაში ტურიზმი მსოფლიო ეკონომიკისა და კულტურის მდგრადი განვითარების დარგად ჩამოყალიბდა. თანამედროვე ეპოქაში მნიშვნელოვანი პრობლემაა გარემოს დაბინძურება და დეგრადაცია, რაც პლანეტის მოსახლეობის ცხოვრებაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. ეკოტურიზმი, არსიდან გამომდინარე, შესაძლოა, რესურსების გაძლიერებულ ექსპლუატაციაზე ორიენტირებული ინდუსტრიის სერიოზულ ალტერნატივად იქცეს, ამავდროულად, ეს სფერო ხელს უწყობს შემოსავლებს ზრდასა და ეკონომიკის დივერსიფიკაციას.

ეკოტურიზმის განვითარების ტენდენცია გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (UNTWO) მიერაა დადგენილი. UNTWO ამ სფეროში ჩართულია 1990-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც ორგანიზაციამ შეიმუშავა სახელმძღვანელო, რომელიც ფოკუსირებული იყო მჭიდრო კავშირზე დაცულ ტერიტორიასა და ტურიზმს შორის.

ტერმინი ,,ეკოტურიზმი“ პირველად შემოიღო 1983 წელს მექსიკელმა გარემოს დამცველმა ჰექტორ კაბალოს ლასკურაინმა და გამოიყენებოდა შედარებით ხელუხლებელ  ბუნებაში მოგზაურობის აღსაწერად, სადაც ყურადღება მოცემული ტერიტორიის ბუნებრივი და კულტურულ-ეთნოგრაფული თავისებურებების შესახებ გარკვეულ წარმოდგენის შექმნაზე იყო გამახვილებული. ტურიზმი შეიძლება იყოს მდგრადი, თუ ის აკმაყოფილებს ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და ტურისტების მოთხოვნილებებს. ბუნებრივი და კულტურული ღირებულებები ეკოტურიზმის საფუძველია. ეს ღირებულებებიაა: გეოგრაფიულო მდებარეობა, მიკროკლიმატური პირობები, მცენარეული საფარი, გეომორფოლოგიური სტრუქტურა, ადგილობრივი საკვები, ტრადიციული სოფლის მეურნობა, სამოსი, არქიტექტურული მრავალფეროვნება და ა.შ.

ტურიზმზე მოდის მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 10,3% და მომსახურების ექსპორტის 29%. ეს უკანასკნელი გლობალური ემისიების 4,9%-ს მოიცავს, ძირითადად ტრანსპორტირებისა და სასტუმროების საშუალებით და მსოფლიოს წყლის მხოლოდ 1%-ს მოიხმარს. ბოლო 30 წლის განმავლობაში ტურიზმის ბაზარი ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორად გადაიქცა. 2019 წლის მონაცემების მიხედვით ეკოტურიზმის წყალობით:

  • მსოფლიოს მშპ-ში 8,9 ტრილიონი აშშ დოლარი შევიდა;
  • 330 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა;
  • ექსპორტირდა 1,7 ტრილიონი დოლარის ღირებულების საქონელი და მომსახურება (მთლიანი ექსპორტის 6,8%, გლობალური მომსახურების ექსპორტის 28,3% );
  • ინვესტირდა 948 მილიარდი აშშ დოლარის კაპიტალი (მთლიანი ინვესტიციის 4,3%). 

ეკოტურიზმი მოიცავს კონსერვაციის, საზოგადოებისა და მდგრადი მოგზაურობის გაერთიანებას. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ, ვინც ახორციელებს, მონაწილეობს და ეწევა ეკოტურიზმის საქმიანობას, უნდა მიიღონ  ეკოტურიზმის შემდეგი პრინციპები:

  • შემცირებული ფიზიკური, სოციალური, ქცევითი და ფსიქოლოგიური ზემოქმედება გარემოზე.
  • ეკოლოგიური და კულტურული ცნობიერების ამაღლება და პატივისცემა.
  • პოზიტიური გამოცდილების მიღება როგორც ვიზიტორებისთვის, ასევე, მასპინძლებისთვის.
  • კონსერვაციისთვის პირდაპირი ფინანსური სარგებლის მიღება.
  • ფინანსური სარგებლის მოტანა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, კერძო ინდუსტრიისთვის.
  • სტუმრებს მიაწოდოდონ სამახსოვრო ინტერპრეტაციული გამოცდილება, რაც ხელს შეუწყობს მასპინძელი ქვეყნების პოლიტიკური, ეკოლოგიური და სოციალური კლიმატის მიმართ მგრძნობელობის ამაღლებას.
  • გარემოზე მცირე ზემოქმედების მქონე ობიექტების მშენებლობა და ექსპლუატაცია.
  • ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებისა და სულიერი რწმენის აღიარება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ფლორიდაში ეკოტურიზმი მოიცავს მრავალფეროვან საქმიანობას, მათ შორის, ველოსიპედს, კემპინგს, თევზაობას, ნადირობას, ნიჩბოსნობას, ლაშქრობას, ფრინველებზე დაკვირვებასა და სხვა ველური ბუნების დათვალიერებას.

2003 წელს კოსტა-რიკაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ, ეკოტურიზმის განვითარებამ შექმნა სამუშაო ადგილები და ხალხმა ხეების გაჩეხვა შეწყვიტა, ადგილობრივებს უჩნდებათ უფრო მეტი სახსრები და იღებენ განათლებას.[6] მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ეკოტურიზმმა 16%-ით გააუმჯობესა კოსტა-რიკელების ცხოვრების ხარისხი პარკებთან და დაცულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარე ადგილებში. აშშ-ის მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ეკოტურიზმი დადებით გავლენას ახდენს სიღარიბის შემცირებაზე.

როგორც ვხედავთ,  განვითარებულ, ასევე, განვითარებად ქვეყნებში ეკოტურიზმი წარმოადგენს მომგებიან ბიზნესს. მაგალითად, კანადაში ეკო-ტურებიდან მიღებული შემოსავალი წარმოადგენს შიდა ტურიზმის მთლიანი შემოსავლების ¼-ს.

ტურიზმს აქვს პოტენციალი პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხელი შეუწყოს 2015 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ მდგრადი განვითარების 17 მიზანს. ტურიზმი, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის სტრატეგიული დარგი, სამ მიზნობრივ კატეგორიაშია მოხსენიებული კერძოდ მე-8, მე-12 და მე-14 მიზანში.

მიზანი 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

ტურიზმი გლობალური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა და ამჟამად მსოფლიოში 11-დან 1 სამუშაო ადგილს ითვალისწინებს. ტურიზმის სექტორში ღირსეული სამუშაო შესაძლებლობების ხელმისაწვდომობით მთელ საზოგადოებას, განსაკუთრებით, ახალგაზრდებსა და ქალებს, შეუძლიათ ისარგებლონ გაზრდილი უნარ-ჩვევებითა და პროფესიული განვითარებით. სექტორის წვლილი სამუშაო ადგილების შექმნაში აღიარებულია მიზანში 8.9: „2030 წლისთვის შეიმუშავეთ და განახორციელეთ მდგრადი ტურიზმის განვითარების პოლიტიკა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ადგილობრივ კულტურასა და პროდუქტებს“.

მიზანი 12: საპასუხისმგებლო მოხმარება და წარმოება

ტურიზმის სექტორს, რომელიც იყენებს მდგრად მოხმარებას და წარმოების  (SCP) პრაქტიკას, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მდგრადობისკენ გლობალური გადასვლის დაჩქარებაში. ამისათვის, როგორც მე-12 მიზანშია მითითებული, აუცილებელია „მდგრადი ტურიზმის მდგრადი განვითარების ზემოქმედების მონიტორინგის ინსტრუმენტების შემუშავება და განხორციელება, რაც ქმნის სამუშაო ადგილებს, ხელს უწყობს ადგილობრივ კულტურასა და პროდუქტებს“. მდგრადი მოხმარებისა და წარმოების ნიმუშების პროგრამების 10-წლიანი ჩარჩოს (10YFP) მიზანია მდგარი ტურიზმის პროგრამის (STP) შესრულება.

მიზანი 14: სიცოცხლე წყლის ქვემოთ

სანაპირო და საზღვაო ტურიზმი, ტურიზმის უდიდესი სეგმენტები, განსაკუთრებით მცირე კუნძულის განვითარებადი სახელმწიფოებისთვის (SIDS), ემყარება ჯანსაღ საზღვაო ეკოსისტემებს. ტურიზმის განვითარება უნდა იყოს ინტეგრირებული სანაპირო ზონის მენეჯმენტის ნაწილთან, რათა ხელი შეუწყოს მყიფე საზღვაო ეკოსისტემების შენარჩუნებას და შეინარჩუნოს ლურჯი ეკონომიკის ხელშემწყობი საშუალება, 14.7-ე მიზნის  შესაბამისად: „2030 წლისათვის უნდა გაიზარდოს SIDS და LDCS ეკონომიკური სარგებელი საზღვაო რესურსების მდგრადი გამოყენებაში , მათ შორის, მეთევზეობის, აკვაკულტურისა და ტურიზმის მდგრადი მართვის გზით“.

ეკო ტურიზმის დარგში ყოველწლიური მატება მდგარდია და ის შეადგენს 30%-ს. 1990 წელს ეკოლოგიურ ტურიზმს მიენიჭა ტურიზმის ოფიციალური სტატუსი, რაც  ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმის მოწვევის და საკუთარი არაკომერციული ორგანიზაციების შექმნის უფლებას იძლევა. გაეროს ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება  2002 წელი ეკოტურიზმის წლად გამოეცხადებინა.

ამგვარად, ეკოტურიზმის კონცეფციებს წარმოადგენს: ბუნებისა და სოციალური კულტურის შერწყმა, კონტროლი და მონაწილეობა ადგილობრივების მხრიდან, შესაძლებელი რეკრეაციული დატვირთვის შენარჩუნება, ფინანსური, ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული უპირატესობის შექმნა დაცული ტერიტორიებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ეკოლოგიური განათლება, გამოცდილების გაცვლა და ა.შ.


გამოყენებული რესურსები

  1. III საერთაშორისო საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,მდგრადი ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი’’.
  2. VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,ტურიზმი: ეკონომიკადა ბიზნესი’’.
  3. www.unwto.org
  4. www.intechopen.com
  5. ecotourism.org
  6. floridajobs.org
  7. homeguides.sfgate.com
  8. thecostaricanews.com
  9. www.unwto.org
  10. wttc.org/Research/Economic-Impact

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე: სწრაფი მოდა.

გვანცა ლომიძე

გვანცა ლომიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი.

დატოვეთ კომენტარი