ტექნოლოგიების როლი მდგრად განვითარებაში

ტექნოლოგიების როლი მდგრად განვითარებაში

გაიგეთ, როგორია ტექნოლოგიების როლი მდგრად განვითარებაში.

მდგრადი განვითარების პოტენციურ ეფექტიანობაზე დებატების საფუძველია საკითხი იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ტექნოლოგიურ ცვლილებებს ეკონომიკური განვითარების გავლენის საკმარისად შემცირება, რათა სხვა სახის ცვლილებები არ იქნეს საჭირო. მდგრადი განვითარების პოლიტიკა ცდილობს შეცვალოს ეკონომიკური ზრდის ხასიათი და არა – შეზღუდოს იგი. აღნიშნულს საფუძვლად დაედო რწმენა, რომ რესურსებშეზღუდულ სამყაროში მუდმივი ზრდა შესაძლებელია ტექნოლოგიური ძალების საშუალებით, რაც საშუალებას მოგვცემს ვიპოვოთ ახალი წყაროები ან ალტერნატივები, თუ კონკრეტული რესურსი ამოიწურება. მდგრადი განვითარების ინსტრუმენტები – ეკონომიკური ინსტრუმენტები, საკანონმდებლო ღონისძიებები და მომხმარებელთა ზეწოლა – მიზნად ისახავს ისეთი ტექნოლოგიური ცვლილებების მიღებას, როგორიცაა გადამუშავება, ნარჩენების შემცირება, მასალების ჩანაცვლება, წარმოების შეცვლილი პროცესები, დაბინძურების კონტროლი და რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენება.

„სუფთა” ტექნოლოგიები და ე.წ. „end-of pipe technology“

„end-of pipe technology”-ის ალტერნატივა არის ახალი „სუფთა” ტექნოლოგიები, რომლებიც ცვლის წარმოების პროცესებს და თავად პროდუქტებს, რათა ისინი გახადოს ეკოლოგიურად სუფთა. „სუფთა“ ტექნოლოგიები უმჯობესია „end-of pipe technology-ზე“, რადგან მათი გამოყენებისას არ ხდება ტოქსიკური მასალების მოპოვება და გადამუშავება. აუცილებელია, გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, რომლებიც საჭიროებს ნაკლებ წყალს (მაგალითად, გაშრობის ალტერნატიული ტექნიკით), ენერგიასა და ნედლეულს და ამცირებს ნარჩენების გამოყოფას (მაგალითად, გამოვლენისა და გამოყოფის აპარატების შემუშავებით, აგრეთვე, დამუშავებული აირების გაწმენდისა და ფილტრის სისტემების ინტეგრირებული გზით). საბოლოო პროდუქტების ხელახლა გადამუშავება შესაძლებელია გარემოს დაბინძურების შესამცირებლად, როგორც წარმოების, ასევე, გამოყენების დროს, ხოლო ნარჩენების ნაკადების გამოყენება შესაძლებელია წარმოების პროცესში (Cramer 1991).

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) აღმოაჩინა, რომ დაბინძურების კონტროლში ყველაზე მეტი ინვესტიცია იდებოდა „end-of pipe“ ტექნოლოგიებისთვის, “სუფთა” ტექნოლოგიებისთვის კი მხოლოდ 20%. აღსანიშნავია, რომ „სუფთა“ ტექნოლოგიები ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა მათი ხელმისაწვდომობის პირობებშიც კი, კომპანიები არ ცდილობენ შეცვალონ თავიანთი ძველი ტექნოლოგიები, რომელთაც მწყობრიდან გამოსვლამდე იყენებენ  (Development 1989).

ბარი კომონერი ამბობს, რომ „თუ ტექნოლოგია მართლაც დამნაშავეა ეკოლოგიური კრიზისის გამო, გონივრული იქნებოდა, აღმოგვეჩინა, თუ სად დაუშვა მისმა შემქმნელმა შეცდომა  და გამოვასწოროთ ეს ნაკლი, სანამ ჩვენს მომავალ გადარჩენას მივანდობთ ტექნოლოგიებისადმი რწმენას“.

საერთო რეაგირება ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პრობლემებზე გამოიხატება  იმის მტკიცებაში, რომ პრობლემა არა ტექნოლოგიაშია, არამედ მის გამოყენებასა ან ბოროტად გამოყენებაში. თავად ტექნოლოგიები მხოლოდ მაშინ ხდება ეკოლოგიურად მავნე, თუ ისინი ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს გარემოზე (Commoner 1972).

ბუნებრივი სისტემების შესაფერისი სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიის გამოგონებისა და დიზაინის მცდელობები წარსულშიც არსებობდა.. შესაფერისი ტექნოლოგია განისაზღვრა, როგორც „ტექნოლოგია, რომელიც მორგებულია კონკრეტულ დროსა და ადგილას არსებულ ფსიქო-სოციალურ და ბიოფიზიკურ კონტექსტზე“. ბიოფიზიკური კონტექსტი ითვალისწინებს ჯანმრთელობას, კლიმატს, ბიომრავალფეროვნებას და ეკოლოგიას, ხოლო ფსიქო-სოციალური კონტექსტი მოიცავს სოციალურ ინსტიტუტებს, პოლიტიკას, კულტურას, ეკონომიკას, ეთიკასა და ინდივიდუალურ საჭიროებებს (Willoughby 1990).

შესაძლებლობები

გაეროს ასამბლეა ვაჭრობისა და განვითარების 2018 წლის კონფერენციის  რეზოლუციით /73/218 ხაზს უსვამს ტექნოლოგიის გავლენას მდგრადი განვითარების ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოს განზომილებებზე გლობალურ კონტექსტში. რეზოლუციამ დაადასტურა, თუ როგორ უხსნის გზას ტექნოლოგიები ახალ ბიზნეს მოდელებს, ვინაიდან, ამით იქმნება მეტი სოციალური ურთიერთობა, აგრეთვე, სწავლისად ა ერთმანეთთან კონკურენციის შესაძლებლობები (Resolutions 2019). ციფრული ეკონომიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ეკონომიკაში, რადგან კავშირი მჭიდრო კორელაციაშია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდასთან . ამ რეზოლუციამ აღიარა, თუ როგორ შეიძლება კოლექტიურმა ძალისხმევამ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დახმარებით,  დააჩქაროს მდგრადი განვითარების 17-ვე მიზნის იმპულსი (Progress made in the implementation of and follow 2019).

მიღებულია სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებები, რომლებიც დაეხმარება ქვეყნებს ახლანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლაში. ადეკვატური ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენებით, ახალმა მიღწევებმა შეიძლება შექმნას სრული სტრუქტურული ტრანსფორმაციის გზა, ახალი შესაძლებლობებით ახალი ბაზრებიდან. განვითარებად ქვეყნებს შეუძლიათ სასაზღვრო ტექნოლოგიების ხარჯები შეამცირონ, რათა გადავიდნენ დაბალანაზღაურებადი საქმიანობიდან უფრო მაღალანაზღაურებად საქმიანობებზე, გლობალური მონაწილეობის უპირატესობით. ამასთან, ნაკლები ტექნოლოგიური შესაძლებლობების მქონე ქვეყნებისათვის გრძელვადიან პერიოდში ნახტომისთვის აუცილებელია მნიშვნელოვანი გარემოს შექმნისა და შიდა შესაძლებლობების გაუმჯობესების ძირითადი პოლიტიკა.  (“The impact of rapid technological change on sustainable 2019”).

გამოწვევები

ქვეყნების შესაძლებლობების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს და მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას. პოლიტიკის ამჟამინდელი დღის წესრიგიდან გამომდინარე, ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ ტექნოლოგიური ცვლილებების სწრაფი განვითარების დონე. განვითარებული ქვეყნებიდან განვითარებად ქვეყნებში ტექნოლოგიის გადაცემა უნდა დამკვიდრდეს ორმხრივი პირობებით, მთავრობის მხრიდან ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით შესაბამისი პოლიტიკის მხარდაჭერით (undocs 2019).

ელექტრონული ვაჭრობის ორგანიზაცია „eTrade for all“- ის ინიციატივით, უზრუნველყოფს ეკონომიკური მიღწევების ახალ მიდგომას ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის. UNCTAD (United Nations Conference on Trade and Development)-ის ეგიდით ინიციატივა სახელწოდებით “eTrade for all” მიზნად ისახავს განვითარებადი ქვეყნების, განსაკუთრებით კი ნაკლებად განვითარებული ქვეყნების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, გამოიყენონ და ისარგებლონ ელექტრონული კომერციით. ამასთან, საჭიროა ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რათა ქვეყნებმა სრულად  მიაღწიონ პოზიტიურ შედეგებს. ამრიგად, ტექნიკური დახმარების გაწევა უნდა განხორციელდეს სწრაფი ტემპით განვითარებად ქვეყნებზე ფოკუსირებით, რათა ყველამ ისარგებლოს ამ მზარდი ბაზრით და შემდეგ ეტაპზე შედარებითი უპირატესობები შეიქმნას (“A/RES/72/200 – E – A/RES/72/200 – undocs 2019).


გამოყენებული ლიტერატურა სტატიისთვის „ტექნოლოგიების როლი მდგრად განვითარებაში“

  1. Commoner, B., (1972) The Closing Circle: Nature Man & Technology, Bantam Books, Toronto.
  2. Cramer, J. & Zegveld, W. C. L., (1991) The Future Role of Technology in Environmental Management, Futures.
  3. Organisation for Economic Cooperation and Development, (1989) Economic Instruments for Environmental Protection, OECD, Paris.
  4. Willoughby, K., (1990) Technology Choice: A Critique of the Appropriate Technology Movement, Westview Press, Boulder.
  5. „General Assembly Resolutions – UN Research Guides – the United ….” Accessed May 26th, 2019. http://research.un.org/en/docs/ga/quick/regular/.
  6. “Progress made in the implementation of and follow-up to – UNCTAD.” Accessed May 26th, 2019. https://unctad.org/en/PublicationsLibrary/a74d62_en.pdf.
  7. “The impact of rapid technological change on sustainable … – UNCTAD.” Accessed May 20th, 2019. https://unctad.org/meetings/en/SessionalDocuments/ecn162019d2_en.pdf.
  8. “A/RES/72/200 – E – A/RES/72/200 – undocs.” Accessed June 1, 2019. https://undocs.org/A/RES/72/200.”A/RES/69/313 – undocs..” Accessed June 1, 2019. https://undocs.org/A/RES/69/313

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


იხილეთ აგრეთვე: ინოვაციური გადაწყვეტილებები მდგრადი განვითარებისთვის.

მარიამ ბითარაშვილი

მარიამ ბითარაშვილი

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი.

დატოვეთ კომენტარი