ინგ. Soil
დედამიწის ზედა ნაყოფიერი ფენა, რომელიც შექმნილია ნიადაგწარმომქმნელ ფაქტორთა ხანგრძლივი ურთიერთქმედების შედეგად.
ნიადაგის არსებით თვისებას მისი ნაყოფიერება წარმოადგენს, რაც გულისხმობს მცენარის უზრუნველყოფას წყლით, სითბოთი და საკვები ნივთიერებებით. ნიადაგი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ძირითადი საშუალებაა.
ნიადაგი შედგება მკვრივი, თხიერი, აიროვანი და ცოცხალი ნაწილებისაგან. სხვადასხვა ნიადაგში და ერთსა და იმავე ნიადაგის სხვადასხვა ჰორიზონტში ამ ნაწილების რაოდენობა და თანაფარდობა განსხვავებულია.
წყარო: http://www.eiec.gov.ge/
« ლექსიკონში დაბრუნება