გამოწვრთენი ადამიანის ბუნება – 3/7 დონატის ეკონომიკა

ქეით რავორთი თავის წიგნში “დონატის ეკონომიკა” საუბრობს 7 ძირითად პრინციპზე თუ როგორ უნდა იფიქროთ როგორც 21-ე საუკუნის ეკონომისტმა, რომელთაგან  მესამე არის: “გამოწვრთენი ადამიანის ბუნება”.

შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო ჩვენ მიერ თარგმნილი ქართული სუბტიტრებით, ან გაეცნოთ მოკლე შინაარსს ტექსტის სახით.

“რას გვეუბნებიან ეკონომისტები, ვინ ვართ ჩვენ?

იმისთვის, რათა ადამიანი მოერგოთ თავიანთი თეორიებისთვის. წინა საუკუნის ეკონომისტებმა მოიგონეს რაციონალური ეკონომიკური ადამიანი.

იგი დგას მარტო, ფულით ხელში, კალკულატორით გონებაში, გულში ეგოთი, და ბუნება მის ფეხქვეშ გათელილი. მას სძულს მუშაობა, უყვარს სიმდიდრე, აქვს ხარბი სურვილები, და იცის ყველაფრის ფასი.

მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მაშინ, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ ის ჩვენ გვგავდა, ამ დროს პირიქით, ჩვენ მას დავემსგავსეთ.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ რაც უფრო მეტს სწავლობენ ჰომო ეკონომომიკუსზე ეკონომიკის სტუდენტები მით უფრო ეგოისტები ხდებოდნენ.  რაციონალური ეკონომომიკური ადამიანი ანადგურებს ჩვენს საზოგადოებასა და ცოცხალ ბუნებას.

ჩვენ უკვე ვეღარ მივცემთ თავს უფლებას ვუმზიროთ მსგავს სურათს, ამიტომ დროა, ეკონომიკის წიაღში შეიქმნას ადამიანის ახალი პორტრეტი / წარმოდგენა,  რომელშიც, აღიარებული იქნება, რომ ადამიანის გონება სავსეა ემპათიით, თანამშრომლობითა და ურთიერთდახმარებით. ჩვენი სურვილები არ არის განსაზღვრული, ისინი ჩვენს ღირებულებებთან ერთად იცვლება.  და ასევე ჩვენ კი არ ვართ ბუნების მბრძანებელი, არამედ დიდად ვართ მასზე დამოკიდებული.

ამ ახალი ადამიანის პორტრეტის შექმნის დასაწყისში როგორ შეუძლიათ ეკონომისტებს გამოწრთონ ადამიანის ბუნება და მივცეთ მათ 21-ე საუკუნეში კეთილდღეობის უფრო დიდი შანსი?”


„გამოწვრთენი ადამიანის ბუნება“ შვიდიდან მესამე პრინციპია. იხილეთ დანარჩენი პრინციპების ამსახველი ვიდეოები აღნიშნული წიგნის („დონატის ეკონომიკა“) მიხედვით:



იხილეთ მეტი ქეით რევართისა და დონატის ეკონომიკის შესახებ ვებ-გვერდზე: https://www.kateraworth.com/

ლევან ფანგანი

ლევან ფანგანი არის sustainability.ge პლატფორმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ბოლო 10 წელია ლევანი აქტიურად მუშაობს მდგრადი განვითარების საკითხებზე. იყო მდგრად განვითარებაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, oikos-ის გლობალური პრეზიდენტი და მოღვაწეობდა შვეიცარიაში. მას აქვს 9 წლიანი მენეჯერული გამოცდილება. ლევანი იყო გაეროს ქვე-ორგანიზაციის PRME-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ასევე რამდენიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მონაწილეობდა და მომხსენებელი ყოფილა მდგრადი განვითარების 100-ზე მეტ კონფერენციაზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami