შექმენი რეგენერაციისთვის – 6/7 დონატის ეკონომიკა

ქეით რავორთი თავის წიგნში “დონატის ეკონომიკა” საუბრობს 7 ძირითად პრინციპზე თუ როგორ უნდა იფიქროთ როგორც 21-ე საუკუნის ეკონომისტმა, რომელთაგან  მეექვსე არის: “შექმენი რეგენერაციისთვის”.

შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო ჩვენ მიერ თარგმნილი ქართული სუბტიტრებით, ან გაეცნოთ მოკლე შინაარსს ტექსტის სახით.

“200 წლის მანძილზე ინდუსტრიულ აქტივობებს ჰქონდათ დეგენერაციული საფუძველი. ჩვენ მასალებს დედამიწიდან მოვიპოვებთ , ვამზადებთ ჩვენთვის საჭირო ნივთებს, ცოტახნით ვიყენებთ მათ, და შემდეგ მათ სანაგვეზე ვყრით..

>>> მოიპოვე – აწარმოე – მოიხმარე – გადაყარე! <<<

ეს არის ერთი მიმართულების სისტემა, რაც ეწინააღმდეგება ჩვენი პლანეტის წყობას, და საკუთარი არსებობისთვის ხარბად მოიხმარს რესურსებს. მეინსტრიმი ეკონომიკური თეორია გვეუბნება, რომ ამ საკითხზე არ უნდა ვიდარდოთ, და რომ მეტი ეკონომიკური ზრდა არის საჭირო და ქვეყნებს შეუძლიათ მსგავსი პრობლემების მოგვარება.

მაგრამ, გლობალურ დონეზე ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება და აზიანებს დედამიწის სასიცოცხლო სისტემას, რომელზეც ჩვენ, ყველანი, დამოკიდებულნი ვართ. ჩვენ ვერ დაველოდებით, როდის მოაგვარებს ყველაფერს ეკონომიკური ზრდა, რადგან ის ამას ვერ მოახერხებს.

ჩვენ უნდა შევცვალოთ დღევანდელი, არათვითგანახლებადი ეკონომიკები, და ვაქციოთ განახლებადად. სისტემად, რომელიც დაფუძნებული იქნება განახლებად ენერგიებზე, რომელიც გადაამუშავებს ნარჩენებს და აქცევს საკვებად, ისე, რომ ნივთები არასოდეს გაცვდება და შესაძლებელი იქნება მათი კიდევ და კიდევ გამოიყენება. და ამ ყველაფერში კრიტიკული როლი უნდა ითამაშოს 21-ე საუკუნის ეკონომისტმა, რათა აღმოაჩინოს პოტენციალი  ბიზნესისა და ფინანსების,  საზოგადოებრივი საკუთრებისა და სახელმწიფოსი, და ადამიანის ბუნებისა რათა შეიქმნას განახლებადი მომავალი.”


„შექმენი რეგენერაციისთვის“ შვიდიდან მეექვსე პრინციპია. იხილეთ დანარჩენი პრინციპების ამსახველი ვიდეოები აღნიშნული წიგნის („დონატის ეკონომიკა“) მიხედვით:



იხილეთ მეტი ქეით რევართისა და დონატის ეკონომიკის შესახებ ვებ-გვერდზე: https://www.kateraworth.com/

ლევან ფანგანი

ლევან ფანგანი არის sustainability.ge პლატფორმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ასევე სისტემური ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია: GEC-ს აღმასრულებელი დირექტორი. ბოლო 10 წელია ლევანი აქტიურად მუშაობს მდგრადი განვითარების საკითხებზე. იყო მდგრად განვითარებაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, oikos-ის გლობალური პრეზიდენტი და მოღვაწეობდა შვეიცარიაში. მას აქვს 9 წლიანი მენეჯერული გამოცდილება. ლევანი იყო გაეროს ქვე-ორგანიზაციის PRME-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ასევე რამდენიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მონაწილეობდა და მომხსენებელი ყოფილა მდგრადი განვითარების 100-ზე მეტ კონფერენციაზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami