მარიამ კვარაცხელია

მარიამ კვარაცხელია

რედაქტორი

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების საბაკალავრო პროგრამა. 2017 წლის გაზაფხულის სემესტრში ისწავლა ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში სოციალური და კულტურული მეცნიერებების ფაკულტეტის ევროპათმცოდნეობის მიმართულებაზე.

2016-2019 წლებში იყო „საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის (YATA Georgia)“ წევრი.

2018 წლიდან არის საერთაშორისო ორგანიზაცია Oikos-ის საქართველოში ადგილობრივი წარმომადგენლობის წევრი.

2019 წლიდან მუშაობს „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)” კლიმატის ცვლილების პორტფოლიოში. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს კლიმატის ცვლილების ეროვნულ პოლიტიკასა და კლიმატის ცვლილების მაკროეკონომიკულ მოდელირებას.


იხილეთ მარიამის სტატიები, რომლებიც გამოქვეყნებულია ჩვენს პლატფორმაზე.