იხილეთ მიზანი „წყალქვეშა რესურსები“.
მსოფლიოს ოკეანეები – მათი ტემპერატურა, ქიმიური შემადგენლობა, დინებები და სიცოცხლე მართავენ გლობალურ სისტემებს, რაც კაცობრიობისთვის დედამიწას საცხოვრებლად მოსახერხებელ ადგილად ხდის. ჩვენი წვიმის წყალი, სასმელი წყალი, ამინდი, კლიმატი, სანაპირო ზოლი, ჩვენი საკვების დიდი ნაწილი და ჟანგბადიც კი იმ ჰაერში, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ, საბოლოოდ ზღვიდან ფორმულირდება და რეგულირდება. მთელი ისტორიის განმავლობაში, ოკეანეები და ზღვები ვაჭრობისა და ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვან არხებს წარმოადგენდნენ.
ამ გლობალური რესურსის ფრთხილად და გონივრულად მართვა მდგრადი მომავლის მთავარი წინაპირობაა. თუმცა, ამ დროისთვის, დაბინძურების გამო სანაპირო წყლების გაუარესება უწყვეტად ხდება და ოკეანის მჟავიანობის მომატება უარყოფით გავლენას ახდენს ეკოსისტემების და ბიომრავალფეროვნების ფუნქციონირებაზე. ეს ასევე უარყოფითად აისახება მცირე მასშტაბის თევზაობაზე.
საჭიროა დაცული საზღვაო ტერიტორიების ეფექტურად მართვა და კეთილმოწყობა. ამასთანავე, საჭიროა ჭარბი თევზაობის, ზღვის დაბინძურების და ოკეანის მჟავიანობის შესამცირებლად შეიქმნას რეგულაციები.
ქვემიზნები:
- 025 წლისთვის, თავიდან იქნეს აცილებული და მნიშვნელოვნად შემცირდეს ყველა ტიპის საზღვაო დაბინძურება, მათ შორის, რაც გამოწვეულია მიწასთან დაკავშირებული საქმიანობასთან
- 2020 წლისთვის საზღვაო და სანაპირო ეკოსისტემების მდგრადი მართვა და დაცვა, რათა თავიდან იქნას აცილებული მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება; მათი მდგრადობის განმტკიცება და აღდგენის მიზნით ღონისძიებების განხორციელება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ჯანსაღი და პროდუქტიული ოკეანე
- ოკეანის მჟავების ზემოქმედების მინიმიზაცია და მართვა, მათ შორის გაძლიერებული სამეცნიერო თანამშრომლობის მეშვეობით ყველა დონეზე
- 2020 წლისთვის თევზის რეწვის ეფექტურად რეგულირება და ზომაზე მეტი, უკანონო, გაუცხადებელი და არარეგულირებული თევზჭერის და თევზჭერის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა, ასევე მეცნიერულის საფუძვლის მქონე მართვის გეგმების განხორციელება იმისათვის, რომ აღდგეს თევზის მარაგი შესაძლო უმოკლეს ვადაში, სულ მცირე ისეთ დონეზე, რომ შეიქმნას მაქსიმალურად მდგრადი რაოდენობა, როგორც ამის საშუალებას იძლევა თევზების ბიოლოგიური მახასიათებლები.
- 2020 წლისთვის სანაპირო და საზღვაო ტერიტორიების მინიმუმ 10% -ის კონსერვაცია, ეროვნული და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და საუკეთესო სამეცნიერო ინფორმაციის საფუძველზე
- 2020 წლისთვის აიკრძალულოს თევზის სუბსიდიების ისეთი ფორმები, რაც ხელს უწყობს გადაჭარბებულ თევზაობას; აღმოიფხვრას სუბსიდიები, რომლებიც იწვევს უკანონო, დაუსაბუთებელ და დაურეგულირებელ თევზჭერას და არ მოხდეს ახალი მსგავსი ტიპის სუბსიდიების დანერგვა; განხორციელდეს შესაბამისი მოპყრობა განვითარებადი და ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის, რაც უნდა გახდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში არსებული შეთანხმების განუყოფელი ნაწილი
- 2030 წლისთვის გაიზარდოს მცირე კუნძულოვანი განვითარებადი ქვეყნებისა და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნების ეკონომიკური სარგებელი საზღვაო რესურსების მდგრადი გამოყენების, თევზჭერის მდგრადი მართვის, აკვაკულტურისა და ტურიზმის მეშვეობით
- სამეცნიერო ცოდნის ამაღლება, შესაძლებლობების განვითარება და საზღვაო ტექნოლოგიის გაუმჯობესება, სამთავრობათაშორისო ოკეანოგრაფიული კომისიის კრიტერიუმებისა და საზღვაო ტექნოლოგიების წესების გათვალისწინებით, რათა გაუმჯობესდეს ოკეანის მდგომარეობა და გაიზარდოს საზღვაო ბიომრავალფეროვნების წვლილი ნაკლებად განვითარებული და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი ქვეყნების განვითარებაში
- უზრუნველყოფილი იქნეს მცირე ზომის მეთევზეთათვის საზღვაო რესურსებზე და ბაზრებზე ხელმისაწვდომობა
- გაძლიერდეს ოკეანეების და მათი რესურსების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება UNCLOS- ში ასახული საერთაშორისო რეგულაციების დანერგვის მეშვეობით
იმისათვის, რომ „წყალქვეშა რესურსები“-ის შემდეგ იხილოთ ყველა მდგრადი განვითარების მიზანი, ეწვიეთ ამ ბმულს.