მდგრადი განვითარების მიზანი 15

მდგრადი განვითარების მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემები

იხილეთ მიზანი: „დედამიწის ეკოსისტემები“.


ტყეები ფარავს დედამიწის ზედაპირის 30,7 %-ს და გარდა საკვების უსაფრთხოების და თავშესაფრით უზრუნველყოფისა, ისინი უმთავრესი არიან კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მკვიდრი მოსახლეობის სახლების დასაცავად. ტყეების დაცვით ჩვენ ასევე შევძლებთ ბუნებრივი რესურსების მართვის გაძლიერებას და მიწის პროდუქტიულობის გაზრდას.

ამჟამად, ყოველწლიურად ცამეტი მილიონი ჰექტარი ტყე იკარგება, ხოლო, მიწის მუდმივმა დეგრადაციამ უკვე განაპირობა 3.6 მილიარდი ჰექტარის გაუდაბნოება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ხმელეთის 15% დაცვის ქვეშაა, ბიომრავალფეროვნება მაინც საფრთხეშია. ადამიანის აქტივობით და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ტყის განადგურება და გაუდაბნოება მდგრადი განვითარებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს, რომელმაც იმოქმედა მილიონობით ადამიანის სიცოცხლესა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდა ტყეების მართვისთვის და გაუდაბნოების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამჟამად არსებობს ორი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლებიც ხელს უწყობენ რესურსების გამოყენების რეგულირებას. ასევე, ბიომრავალფეროვნების მხარდასაჭერად გათვალისწინებულია ინვესტიციები.

ქვემიზნები:

  • 2020 წლისთვის საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნეს მიწისზედა და შიდა მტკნარი წყლების ეკოსისტემების კონსერვაცია, აღდგენა და მდგრადი გამოყენება
  • 2020 წლისათვის ყველა სახის ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა, გაუდაბნოების შეჩერება, დეგრადირებადი ტყეების აღდგენა და  [X] პროცენტით ტყის ხელოვნური და ბუნებრივი განახლება გლობალური მასშტაბით
  • 2030 წლისთვის განხორციელდეს გაუდაბნოებასთან ბრძოლა, მოხდეს დეგრადირებული მიწისა და ნიადაგის აღდგენა, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, რაც დაზიანდა გაუდაბნოების, გვალვისა და წყალდიდობების შედეგად; მოხდეს ნიადაგის დეგრადაციის არმქონე მსოფლიოს ფორმირება
  • 2030 წლისთვის უზრუნველყოფილი იქნეს მთის ეკოსისტემების კონსერვაცია, მათი ბიომრავალფეროვნების ჩათვლით, რათა გაიზარდოს მათი შესაძლებლობები იმ სარგებლის მიღების მიზნით, რაც აუცილებელია მდგრადი განვითარებისათვის
  • დაუყოვნებელი და მნიშვნელოვანი ზომების მიღება ბუნებრივი ჰაბიტატების დეგრადაციის შესამცირებლად, ბიომრავალფეროვნების კარგვის შესაჩერებლად და 2020 წლისთვის გადაშენების საფრთხის წინაშე არსებული სახეობების დაცვა და მათი გადაშენების თავიდან აცილება
  • ხელი შეეწყოს გენეტიკური რესურსების გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიან და თანასწორუფლებიან განაწილებას; ხელი შეუწყოს ამგვარი რესურსების ხელმისაწვდომობას, საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად
  • დაუყოვნებლივ განხორციელდეს ღონისძიებები ფლორისა და ფაუნის ბრაკონიერული მოპოვების აღკვეთის მიმართულებით; გაკონტროლდეს აღნიშნული პროდუქტების არალეგალური მოთხოვნა და მიწოდება
  • 2020 წლისთვის შემოღებული იქნეს ზომები ინვაზიური უცხო სახეობების გაჩენისა და მათი ნეგატიური ეფექტის მინიმიზების მიმართულებით, როგორც მიწის, ასევე წყლის ეკოსისტემებზე
  • 2020 წლისთვის მოხდეს ეკოსისტემასა და ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ღირებულებების ინტეგრირება ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე
  • მოხდეს ფინანსური რესურსების ყველა შესაძლო წყაროდან მობილიზება და მოცულობის მნიშვნელოვნად ზრდა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის კონსერვაცია და შენარჩუნება
  • მობილიზებული იქნეს რესურსები ყველა წყაროდან და ყველა დონეზე მდგრადი ტყის მენეჯმენტის დასაფინანსებლად და განვითარებადი ქვეყნებისათვის ადეკვატური სტიმულების შესაქმნელად, რომ მოხდეს მსგავსი ტიპის მენეჯმენტის დანერგვა, ტყის რესურსების კონსერვაცია და აღდგენა
  • გააქტიურდეს გლობალური მხარდაჭერა დაცული სახეობების ბრაკონიერული მოპოვების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მათ შორის, გაიზარდოს ადგილობრივი თემების შესაძლებლობები ალტერნატიული საარსებო საშუალებების მოპოვების უზრუნველსაყოფად

იმისათვის, რომ მიზნის „დედამიწის ეკოსისტემები“ შემდეგ, იხილოთ ყველა მდგრადი განვითარების მიზანი, ეწვიეთ ამ ბმულს.


წყარო: https://www.un.org/sustainabledevelopment/biodiversity/

თამარ მაზმიშვილი

თამარი არის იურისტი 5+ წლიანი გამოცდილებით საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებში.

დატოვეთ კომენტარი

Close Bitnami banner
Bitnami