დავით (მიხეილ) ადეიშვილი
დავით (მიხეილ) ადეიშვილი, ეკონომიკის დოქტორი. დაიბადა 1959 წლის 13 მარტს.
1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი.
1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია დაგეგმვაში ეკონომიკურ- მათემატიკური მოდელირებისა და მეთოდების გამოყენებით.
1992-1993 წლებში იყო ბენჯამინ ფრანკლინის/ედმონდ მასკის სახელობის სტიპენდიანტი დიუკის უნივერსიტეტში (აშშ), სადაც სწავლობდა ეკონომიკასა და სახელმწიფო მმართველობას.
1993 წელს იყო მსოფლიო ბანკის (IBRD) პირველი დამოუკიდებელი ინტერნი საქართველოდან.
1995 წელს ვენის ერთობლივ ინსტიტუტში (JVI) გაიარა გაღრმავებული კურსი მაკროეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით.
კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მუშაობდა სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებაში და სახელმწიფო სტრუქტურაში, მათ შორის: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციების სამინისტროებში.
არის რამდენიმე არასამთავრობო და კომერციული ორგანიზაციის დამფუძნებელი.
90-იანი წლების დასაწყისში იყო საქართველოს მწვანეთა პარტიის დამფუძნებელი წევრი და აქტივისტი.
2010 წლიდან არის პარტიის „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ დამფუძნებელი წევრი.
არის მრავალი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული პუბლიკაციის ავტორი.
2019 წელს „კავკასიურმა სახლმა“ გამოსცა დავით ადეიშვილის წიგნი „ჩემი ხედვების ქრონიკა პერესტროიკიდან დღემდე. ეკონომიკური პოლიტიკა. მდგრადი განვითარება. სარწმუნოებრივი პოლიტიკა.“
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.