ინგლ.: Competitive market
ბაზარი, რომელზეც მრავალი მყიდველი და გამყიდველია და თითოეული მათგანი უმნიშვნელოდ მოქმედებს საბაზრო ფასზე. ასევე, არ არსებობს ბაზარზე შესვლის ბარიერები და გასაყიდი პროდუქტიც ერთგვაროვანია. შესაბამისად, ნებისმიერი მიმწოდებელი ხდება ბაზარზე მოცემული ფასის მიმღები.
წყარო: გ.მენქიუ, 2008, „ეკონომიკის პრინციპები“, გამომცემლობა „დიოგენე“
« ლექსიკონში დაბრუნება