კიბო

« Back to Glossary Index

ინგლ.: cancer
1. (ბერძნ. karkinos კიბო) – ეპითელური ქსოვილის ავთვისებიანი სიმსივნე. პირველად ეს სიტყვა გამოიყენა კ. გალენმა სარძევე ჯირკვლის კიბოს აღსანიშნავად, რადგანაც სიმსივნით დაზიანებული ქსოვილის კონფიგურაცია წააგავდა მდინარის კიბოს. ამჟამად ამ სიტყვას (კიბოს) ხშირად იყენებენ საერთოდ, ავთვისებიანი სიმსივნეების აღსანიშნავად.
2. ფეხსახსრიანების ტიპის, კიბოსნაირების კლასის წარმომადგენელი (მაგ., მდინარის კიბო).

წყარო: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. – თბ. : [მერიდიანი], 2011. – 442გვ.

« ლექსიკონში დაბრუნება

გვანცა ლომიძე

გვანცა ლომიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი.