ზოონოზი

« Back to Glossary Index

ინგ. Zoonosis

ინფექციურ დაავადებათა რიგი, რომლებიც ცხოველიდან გადაეცემა ადამიანებს. ზოონოზის გავრცელების მრავალი გზა არსებობს, მათ შორის: მწერის ნაკბენი, დაავადებულ ცხოველთან შეხება; ასევე, ნახევრად უმი ხორცის, არაპასტერიზებული რძის ან დაბინძურებული წყლის მოხმარება. ცხოველისგან ადამიანს შეიძლება გადაეცეს სხვადასხვა ტიპის პათოგენი: ბაქტერიები, პარაზიტები, სოკოები და ვირუსები.

ზოგიერთი ზოონოზური დაავადება შეიძლება შედარებით უწყინარი იყოს, თუმცა ბევრი – მათ შორის, ლაიმის დაავადება – საკმაოდ ზიანის მომტანია, ზოგი კი – როგორიც COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსია – შეიძლება მომაკვდინებელი იყოს.

წყარო: https://nationalgeographic.ge/

« ლექსიკონში დაბრუნება

მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილმა 2021 წლის ივლისში დაამთავრა ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის რეგიონალური და გარემოს ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა. ბაკალავრის საფეხურზე კი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებაზე. მერის ინტერესის სფეროა გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება.