პესტიციდი

« Back to Glossary Index

ინგ. Pesticide

ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა მავნე ნივთიერებებისგან დასაცავად.

პესტიციდები კლასიფიცირდება დანიშნულების მიხედვით:

ინსექტიციდები – მავნე მწერების;

აკარიციდები – ტკიპების;

როდენტიციდები – მღრღნელების;

ნემატიციდები – ნემატოდების;

ფუნგიციდები – სოკოვანი დაავადებების;

ბაქტერიციდები – ბაქტერიოზების;

ჰერბიციდები- სარეველების წინააღმდეგ და ა.შ.

პესტიციდების მოქმედება განპირობებულია ბიოლოგიური აქტივობით და ტოქსიკურად მოქმედებს არა მარტო მავნე, არამედ სხვა ორგანიზმებზეც, მათ შორის, ადამიანზე. ამიტომ აუცილებელია პესტიციდების სწორი და გონივრული გამოყენება, უსაფრთხოების წესების დაცვა როგორც მოხმარების, ასევე, ტრანსპორტირებისა და შენახვის პერიოდში.

წყარო: ფერმერთა სკოლა – პესტიციდები

« ლექსიკონში დაბრუნება

მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილმა 2021 წლის ივლისში დაამთავრა ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის რეგიონალური და გარემოს ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა. ბაკალავრის საფეხურზე კი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებაზე. მერის ინტერესის სფეროა გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება.

Close Bitnami banner
Bitnami