ბუნების ძეგლი

« Back to Glossary Index

ინგლ.: Natural monument

ეროვნული მნიშვნელობის შედარებით მცირე ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია იშვიათი, უნიკალური და მაღალი ესთეტიკური მახასიათებლების კომპაქტური ეკოსისტემები, ცალკეული გეომორფოლოგიური და ჰიდროლოგიური წარმონაქმნები, მცენარეთა ცალკეული ეგზემპლარები ან ცოცხალ ორგანიზმთა ნამარხი ობიექტები. ბუნების ძეგლი შეიძლება იყოს მღვიმე, ხეობა, მდინარის დელტა, ტყის კორომი და სხვ.

პირველი სამი ბუნების ძეგლი საქართველოში დაარსდა 2003 წელს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე. ესენია: ალაზნის ჭალის (201 ჰა), არწივის ხეობისა (98 ჰა) და ტახტი-თეფას (10 ჰა) ბუნების ძეგლები.

წყარო: საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

https://matsne.gov.ge

https://apa.gov.ge

« ლექსიკონში დაბრუნება

გვანცა ლომიძე

გვანცა ლომიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი.

Close Bitnami banner
Bitnami