ქეით რავორთი თავის წიგნში “დონატის ეკონომიკა” საუბრობს 7 ძირითად პრინციპზე თუ როგორ უნდა იფიქროთ როგორც 21-ე საუკუნის ეკონომისტმა, რომელთაგან მეოთხე არის: “გახდი საზრიანი სისტემასთან ერთად”.
შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო ჩვენ მიერ თარგმნილი ქართული სუბტიტრებით, ან გაეცნოთ მოკლე შინაარსს ტექსტის სახით.
“მე-19-ე საუკუნეში, მოწადინებულ ეკონომისტთა ჯგუფს სურდა ეკონომიკა ექციათ როგორც მეცნიერება ისეთივე პატივსაცემი როგორც ფიზიკა.
ნიუტონის მოძრაობის კანონით შთაგონებულნი, რომლიც ასე ზედმიწევნით აღწერს პლანეტების მოძრაობას, ეკონომისტები ეძებდნენ ეკონომიკურ კანონებს, რომლებიც აღწერდნენ ბაზრის მოძრაობას.
მაგრამ მცდელობის მიუხედავად, მათი თეორია ექციათ მათემატიკად, ისინი მივიდნენ მოდელებამდე, რომლებიც წონასწორობაზე იყო დაფუძნებული. მოდელებზე, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა განეჭვრიტათ რეალური ეკონომიკის დინამიკა და მიეღოთ შესაბამისი ზომა.
ვერავინ ხედავდა, რომ კრიზისი ახლოვდებოდა. დროა თავი დავანებოთ ფიზიკასთან შეჯიბრს და ვაღიაროთ ეკონომიკის კომპლექსურობა, მისი სპირალური უკუკავშირი, მოულოდნელი ტრენდები და ცვლილებები.
ამ სისტემური ფიქრით, შევძლებთ დავიწყოთ ჩვენი სამყაროს აღქმა 1%-დან ეკოსისტემის კოლაფსამდე.
ამიტომ, 21-ე საუკუნის ეკონომისტები თავიან თავს ჩათვლიან არა ინჟინრებად, რომლებიც აკონტროლებენ ეკონომიკის მექანიზმს, არამედ მებაღეებად, რომლებიც ზრუნავენ და ეკონომიკას ცვლილებასთან ერთად მას ფორმას აძლევენ.
ასე, რომ თავიდან მოვიხსნათ ინჟინრის ჩაფხუტი და ჩავიცვათ მებაღის ხელთათმანები დროა სისტემასთან ერთად გავხდეთ საზრიანები! და კითხვა არის შემდეგი:
როგორ უნდა მოეწყოს აღნიშნული ეკონომიკური ბაღი?”
„გახდი საზრიანი სისტემასთან ერთად“ შვიდიდან მეოთხე პრინციპია. იხილეთ დანარჩენი პრინციპების ამსახველი ვიდეოები აღნიშნული წიგნის („დონატის ეკონომიკა“) მიხედვით:
- შეცვალე მიზანი!
- დაწერე ახალი ისტორია!
- გამოწვრთენი ადამიანის ბუნება!
- შექმენი გადანაწილებისთვის!
- შექმენი რეგენერაციისთვის!
- იყავი ზრდის მიმართ აგნოსტიკური!
იხილეთ მეტი ქეით რევართისა და დონატის ეკონომიკის შესახებ ვებ-გვერდზე: https://www.kateraworth.com/