დონატის ეკონომიკა

დონატის ეკონომიკა

გსმენიათ, თუ არა დონატის ეკონომიკის შესახებ? რა არის დონატი და როგორ შეიძლება ის ეკონომიკას დავუკავშიროთ?

2015 წელს ეკონომიკის ამომავალმა ვარსკვლავმა, ქეით რავორთმა თავის წიგნში: „დონატის ეკონომიკა: 7 გზა იფიქროთ როგორც 21-ე საუკუნის ეკონომისტმა“, შემოგვთავაზა ეკონომიკის ახალი მოდელი, რომელსაც დონატის ფორმა აქვს. ამ მოდელში საზოგადოების კეთილდღეობა და ეკოლოგიური მდგრადობა წინა პლანზეა წამოწეული.

აღნიშნულ წიგნში ავტორი გვახსენებს, რომ არსებული ეკონომიკური სისტემა მოძველებულია და საჭიროა, ვიფიქროთ როგორც 21-ე საუკუნის ეკონომისტებმა. დროა ეკონომიკა ჩადგეს საზოგადოების სამსახურში. სამწუხაროდ ეკონომიკას არასწორი მიზანი აქვს: მშპ-ს ზრდა. სწორედ ამ არასწორმა მიზანმა მიგვიყვანა საზოგადოებრივ და ეკოლოგიურ კოლაფსამდე.

მე-20 საუკუნეში მეინსტრიმი გახდა ნეოკლასიკური მიდგომა, რომლის მიხედვითაც ბოლო 40 წელია გვეუბნებიან, რომ:

  •  ადამიანი არის რაციონალური არსება;
  • ბაზარი არის ეფექტიანი, ამიტომ მას უნდა მივცეთ თავისუფალი დინების საშუალება;
  • მთავრობა არის არაკომპეტენტური, ამიტომ მას ეკონომიკაში ჩარევის საშუალება არ უნდა მივცეთ;
  • ვაჭრობა არის ორმხრივად მომგებიანი, ამიტომ საზღვრები ფართოდ უნდა გაიხსნას;
  • საზოგადოებრივი სიკეთე არის საზიანო, ამიტომ ისინი უნდა გაიყიდოს;
  • საზოგადოება, როგორც ასეთი არ არსებობს, ამიტომ უნდა მოვახდინოთ მისი იგნორირება;
  •  შინამეურნეობა კი არის საოჯახო საქმე და ქალებს უნდა მივანდოთ;

ნეოკლასიკური მიდგომისთვის ადამიანი არის ეგოისტი, რომელიც მხოლოდ მის ფინანსურ მოგებაზე ფიქრობს და ეკოლოგია და საზოგადოება ფეხქვეშ აქვს გათელილი.

სამწუხაროდ, მსგავსმა მიდგომამ მიგვიყვანა იმ კრიტიკულ მდგომარეობამდე, როდესაც ჩვენ ბევრად გავცდით ეკოლოგიურ საზღვრებს. არის გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება ადამიანის ეკონომიკური საქმიანობის გამო.

ქეით რევორთი გვთავაზობს ახალ მიდგომას: დონატს (დონატის ეკონომიკა), რომლის საზღვრებში ყოფნაც კაცობრიობისთვის უსაფრთხოა. როგორც სურათზე ხედავთ, სწორედ მწვანე სივრცე წარმოადგენს მსგავს ადგილს. ამ სივრცეში სრულადაა დაკმაყოფილებული ადამიანის მოთხოვნილებები (სოციალური საფუძველი) და ჩვენი პლანეტა კი ოპერირებს ეკოლოგიური ჩარჩოს ფარგლებში (ეკოლოგიური ჭერი).

თუმცა, როგორც ხედავთ, ეს არც თუ ისეთი ადვილია. ჩვენ უკვე ბევრად გავცდით პლანეტის საზღვარს , ჩენი ეკოლოგიური ნაკვალევი დღითიდღე იზრდება (იხილეთ სურათზე წითლად მონიშნული სივრცეები), ასევე ადამიანთა მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველდღიურ მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებს (როგორიცაა საკვები, საცხოვრებელი ადგილი, წყალი, ჯანმრთელობა და ა.შ).

სწორედ ეს წიგნი მოგვიწოდებს, რომ დროა ახალი ეკონომიკური აზროვნების, რომელიც 21-ე საუკუნის მსოფლიოს სჭირდება. კაცობრიობის მიერ დღეიდან 50 წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები შეცვლის დედამიწის შემდეგი 1000 წლის მომავალს.

ჩვენი პლატფორმა შემოგთავაზებთ იმ 7 გზას ანიმაციის სახით.

დაელოდეთ ჩვენს ვებ-გვერდსა და სოციალურ გვერდზე.


მეტი ინფორმაციია დონატის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ გვერდზე: https://www.kateraworth.com/doughnut/

ლევან ფანგანი

ლევან ფანგანი არის sustainability.ge პლატფორმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ასევე სისტემური ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია: GEC-ს აღმასრულებელი დირექტორი. ბოლო 10 წელია ლევანი აქტიურად მუშაობს მდგრადი განვითარების საკითხებზე. იყო მდგრად განვითარებაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, oikos-ის გლობალური პრეზიდენტი და მოღვაწეობდა შვეიცარიაში. მას აქვს 9 წლიანი მენეჯერული გამოცდილება. ლევანი იყო გაეროს ქვე-ორგანიზაციის PRME-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ასევე რამდენიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მონაწილეობდა და მომხსენებელი ყოფილა მდგრადი განვითარების 100-ზე მეტ კონფერენციაზე, 40-ზე მეტ ქვეყანაში.

დატოვეთ კომენტარი

Close Bitnami banner
Bitnami