მარჯნის რიფები
ფოტო 1: მარჯნებს შეუძლიათ შეინახონ პლასტმასას პატარა ნაწილაკები თავიანთ ჩონჩხებში. მეცნიერთა შეფასებით, მთელ მსოფლიოში, მარჯნებმა შეიძლება ყოველწლიურად მიკროპლასტმასას 3% შეაკავონ თავთხელ წყალში. წყარო: IFISH/ISTOCK/GETTY IMAGES PLUS

მარჯნის რიფებმა, შეიძლება, საკუთარ ჩონჩხებში გასაოცარი რაოდენობის მიკროპლასტმასა დაიგროვოს

გაურკვეველია, როგორ შეიძლება იმოქმედოს სეკვესტრირებამ რიფების ჯანმრთელობაზე

ოკეანეში გასაოცარი რაოდენობის პლასტმასა შეიძლება აღმოჩნდეს მანამდე შეუმჩნეველ ადგილას – კონკრეტულად, ცოცხალი მარჯნის ჩონჩხებში.

იუსტუს ლიბიგის უნივერსიტეტის (გისენი, გერმანია) ეკოლოგი ჯესიკა რაიხერტი ამბობს, რომ დაახლოებით 20 000-მდე ტონა პატარა ფრაგმენტი, რომლებსაც მიკროპლასტმასა ეწოდება, შეიძლება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მარჯნის რიფებში გროვდებოდეს.

ეს წარმოადგენს დაახლოებით 3% მიკროპლასტმასას, რომელიც ნავარაუდებია რომ იყოს თავთხელ, ტროპიკულ წყლებში, სადაც მარჯანი იზრდება.

დაფიქსირდა მარჯნები, რომლებიც ჭამდნენ ან სხვაგვარად აერთიანებდნენ მიკროპლასტმასას თავიანთ სხეულთან. მაგრამ მეცნიერებმა არ იციან, ნარჩენების რა ნაწილს იკავებენ რიფები გლობალურად. ამგვარად, რაიხერტმა და მისმა კოლეგებმა მარჯნები მიკროპლასტმასას ზემოქმედების ქვეშ მოაქციეს, რათა გაერკვიათ სად გროვდებოდნენ ნაწილაკები მარჯანში და დაახლოებით რამდენი იმალებოდა შიგნით.

მარჯნები მოიხმარენ ნარჩენების ნაწილს, ან ნაწილაკებზე ზრდიან თავიანთ ჩონჩხებს. 28 ოქტომბერს, მკვლევრებმა გლობალური ცვლილების ბიოლოგიას (Global Change Biology) წარუდგინეს, რომ 18 თვის შემდეგ, მარჯნების შიგნით ნაწილაკების უმეტესობა აღმოჩენილია ჩონჩხში და არა ქსოვილებში. შეპყრობილი ნაწილაკების რაოდენობის დათვლის შემდეგ, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად მარჯნებში სამუდამოდ შეიძლება დასაწყობდეს 6 მილიარდიდან 7 კვადრილიონამდე მიკროპლასტიკური ნაწილაკი.

მარჯნის რიფები
ფოტო 2: პლასტმასას პატარა ნაწილაკები (შავი წერტილები მარჯნის ამ სურათზე, რომელსაც ქსოვილი მოცილებული აქვს) მარჯნის ჩონჩხებში ხვდებიან, როდესაც მარჯანი იზრდება ფრაგმენტებზე ან შთანთქავს მათ. წყარო: ჯ. რაიხერტი (რაიხერტი, 2021)

რაიხერტის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცოცხალი მიკროპლასტიკური „ავზი“ ან გრძელვადიანი შენახვის ადგილი რაოდენობრივად შეფასდა.

მეცნიერები შეისწავლიან, რა რაოდენობის მიკროპლასტმასაა ოკეანეებში. მაგრამ მკვლევრებმა არ იციან სად მთავრდება ეს ყველაფერი. სხვა ცნობილი მიკროპლასტმასას “ავზები”, როგორიცაა ზღვის ყინული და ზღვის ფსკერის ნალექები, საჭიროებს უკეთეს რაოდენობრივ ანალიზს და ამასთან, სხვა საცავები შესაძლოა ჯერ არ იყოს ცნობილი.

რიფები, როგორც წესი, სანაპიროებთან ახლოს გვხვდება, სადაც დაბინძურებული წყალი ზღვაში ჩაედინება, ეს კი მარჯნებს მიკროპლასტმასას არსებობის პოტენციურ ცხელ წერტილებში განათავსებს. 

რაიხერტის თქმით, მეცნიერებმა არ იციან, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მიკროპლასტმასას დაგროვებას მარჯნის ორგანიზმებისთვის ან რიფის სტაბილურობისა და მთლიანობისთვის. ამან შეიძლება დამატებითი საფრთხე შეუქმნას მარჯნის რიფებს მთელს მსოფლიოში.

ნათარგმნია სტატია: Corals may store a surprising amount of microplastics in their skeletons

გამოყენებული ლიტერატურა

რაიხერტი, ჯ. (2021, ოქტომბერი 28). რიფის მშენებელი მარჯნები, როგორც გრძელვადიანი ავზი მიკროპლასტმასასთვის. გლობალური ცვლილების ბიოლოგია, pp. 33-45.


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.

მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილმა 2021 წლის ივლისში დაამთავრა ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის რეგიონალური და გარემოს ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა. ბაკალავრის საფეხურზე კი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებაზე. მერის ინტერესის სფეროა გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *