ინგლ.:
მიწისქვეშა ბიძგი, ანუ დედამიწის ზედაპირის რყევა, რომელიც გამოწვეულია მიწის ქერქში ან მანტიის ზედა ნაწილში მიმდინარე ტექტონიკური ფილების მოძრაობით და წარმოშობს დიდ ენერგიას. ეს ენერგია იწვევს სხვადასხვა სიძლიერისა და მასშტაბის ნგრევას.
მიწისძვრა წარმოქმნის მიზეზების მიხედვით შეიძლება იყოს: ტექტონიკური, ვულკანური, გრავიტაციული პროცესებით ან ანთროპოგენული/ტექნოგენური, ადამიანის საქმიანობით (შახტების, გვირაბების გაყვანისას ძლიერი აფეთქებების წარმოება) გამოწვეული. დამანგრეველი ძალით, შესაძლო ადამიანთა მსხვერპლითა და თანმდევი მატერიალური ზარალის მიხედვით, სხვა სტიქიურ უბედურებებს შორის, მიწისძვრები საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი სეისმური მოვლენაა.
წყარო: კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება; გზამკვლევი სკოლებისთვის; თბილისი 2020
« ლექსიკონში დაბრუნება