იხილეთ მიზანი: „ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება“.
ქალაქები არის იდეების, კომერციის, კულტურის, მეცნიერების და სოციალური განვითარების საკვანძო ადგილი. ქალაქებმა ხალხს სოციალური და ეკონომიკური წინსვლის საშუალება მისცეს. 2030 წლისთვის ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 5 მილიარდს შეადგენს. იმისათვის, რათა გადაჭრილი იქნას ურბანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ეფექტური ურბანული დაგეგმარებები და მენეჯმენტი.
ბუნებრივი რესურსების გადამეტებულად გამოყენების გარეშე ქალაქებში სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური განვითარების გაგრძელება მნიშვნელოვან გამოწვევებთან არის დაკავშირებული. ქალაქებთან დაკავშირებული გავრცელებული პრობლემებია: გადატვირთულობა, ძირითადი სერვისების უზრუნველყოფისათვის საჭირო რესურსების არარსებობა, ადექვატური საცხოვრებლის დეფიციტი, მოძველებული ინფრასტრუქტურა და ჰაერის დაბინძურების გაზრდილი მაჩვენებლები.
სწრაფად მზარდი ურბანიზაციული გამოწვევები როგორიცაა, მაგალითად, ქალაქებში არსებული მყარი ნარჩენების უსაფრთხო მოცილება და მენეჯმენტი, შესაძლოა, დაძლეული იქნას იმგვარად, რომ რესურსების გამოყენების გაუმჯობესების, დაბინძურების შემცირების და სიღარიბის დაძლევის პარალელურად ქალაქებს საშუალება მიეცეთ გაიზარდონ და მეტად განვითარდნენ. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი არის მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების ზრდა. საჭიროა არსებობდეს მომავალი, რომელშიც ქალაქები შეძლებენ ყველა უზრუნველყონ ძირითადი სერვისებით, ენერგიით, საცხოვრებელი ადგილით, ტრანსპორტით და ა.შ.
ქვემიზნები:
- 2030 წლისთვის ადეკვატური, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი საბინაო და საბაზისო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ძველი სახლების განახლება
- 2030 წლისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მდგრადი სატრანსპორტო სისტემების უზრუნველყოფა; საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაფართოების მეშვეობით; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს საზოგადოების მოწყვლად კატეგორიას, ქალებს, ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ხანდაზმულ პირებს
- 2030 წლისთვის, ინკლუზიური, მდგრადი ურბანიზაციისა და ინტეგრირებული დასახლების დაგეგმვისა და მენეჯმენტის გაუმჯობესება, მოქალაქეების ჩართულობით, ყველა ქვეყნის მიერ
- გაძლიერდეს ძალისხმევა მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით
- 2030 წლისთვის საგრძნობლად შემცირებული სიკვდილიანობის, დაზიანებისა და ეკონომიკური დანაკარგის მაჩვენებელი მსოფლიოს მშპ-სთან შედარებით, რაც გამოწვეულია ბუნებრივი კატასტროფების, მათ შორის წყალთან დაკავშირებული კატასტროფების შედეგად; განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ღარიბ და მოწყვალ ჯგუფებში მყოფ მოსახლეობას
- 2030 წლისთვის დიდ ქალაქებში ერთ სულ მოსახლეზე გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღების დათმობით ჰაერის ხარისხისთვის და მუნიციპალური და სხვა ნარჩენების მართვის საკითხებზე
- 2030 წლისთვის უსაფრთხო და ინკლუზიური მწვანე და საჯარო ფართების უნივერსალური ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვებისთვის, ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის
- ეროვნული და რეგიონული განვითარების დაგეგმვის მეშვეობით ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი კავშირებისგაძლიერება ურბანულ და არაურბანულ ტერიტორიებს შორის
- 2020 წლისთვის მნიშვნელოვნად გაზრდილი ქალაქებისა და დასახლებების რაოდენობა, სადაც დანერგილია და ხორციელდება ინტეგრირებული პოლიტიკები და ღონისძიებები ინკლუზიურობის, რესურსების ეფექტურად გამოყენების, ბუნებრივი კატასტროფებისადმი მედეგობის, კლიმატის ცვლილების ეფექტების შერბილებისა და მისადმი ადაპტირების მიმართულებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს სენდაის 2015-2030 წლების კატასტროფების რისკის შემცირების ჩარჩო დოკუმენტის შესაბამისად
- ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებისადმი მხარდაჭერა, მათ შორის ფინანსური და ტექნიკური დახმარება, მდგრადი და სტაბილური შენობების მშენებლობასა და აღნიშნულ პროცესში ადგილობრივი მასალების გამოყენებაში
იმისათვის, რომ მიზნის „ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება“ შემდეგ, იხილოთ ყველა მდგრადი განვითარების მიზანი, ეწვიეთ ამ ბმულს.