სალომე ცხოიძე
ეკო-რუკის კოორდინატორი
სალომე ცხოიძე არის საერთაშორისო ორგანიზაციის oikos-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის oikos Tbilisi-ის Alumni წევრი. 2017 წლის ივლისიდან-2018 წლის ივლისამდე სალომე იყო oikos Tbilisi-ის სტუდენტური პრეზიდენტი. სალომე გახლავთ შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის (Swedish Institute, Visby Scholarship 2020-2021) სტიპენდიანტი. პროგრამის მიზანს წარმოადგენს იმ ახალგაზრდების სტიმულირება, რომლებსაც წვლილი შეაქვთ მდგრად განვითარებასა და მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის პროცესში. მაგისტრატურის საფეხურისთვის, სალომე სწავლას განაგრძობს Lund University-ში ეკონომიკისა და მენეჯმენტის სკოლაში, ფინანსების პროგრამაზე.