გარემოსდაცვითი გადასახადები

გარემოსდაცვითი გადასახადები

გარემოსდაცვითი გადასახადები, რომლებიც, ასევე, ცნობილია, როგორც მწვანე გადასახადები, წარმოადგენს კანონმდებლობის ფართო სპექტრს ბიზნესის და კერძო პირების მიმართ, რომლებიც მიზნად ისახავს  გარემოსთვის ზიანის მიყენების  პრაქტიკის  შემცირებას.  გარემოსდაცვითი გადასახადის მრავალი ფორმა არსებობს, რომელთაგან ზოგიერთი მიზნად ისახავს იმ პირების დაჯარიმებას, რომლებიც იყენებენ მავნე ქიმიკატებს, ხოლო ზოგი მიმართულია  ეკოლოგიურად კეთილგანწყობილი პირებისა, თუ ბიზნესებისთვის ჯილდოს დაწესებისკენ.. ქვეყნების ადგილობრივი იურისდიქციები სულ უფრო მეტ სტიმულს აძლევენ ორგანიზაციებს ინვესტიციის ჩადებაში იმ  პროექტებსა და ტექნოლოგიებში, რომლებიც ხელს შეუწყობენ  ნახშირბადის ინტენსივობის შემცირებას მათი  საქმიანობის  დროს.

ეკოლოგიური გადასახადების აქტუალურობის ზრდა

ევროკავშირში, შეერთებულ შტატებში,  ჩინეთსა და ასევე, ბევრ განვითარებულ  ქვეყანაში დღესდღეობით  გარემოსდაცვითი გადასახადები სულ უფრო დიდ პოპულარობას და მნიშვნელობას იძენს. მხოლოდ იაპონიაში, შემოსავალმა გარემოსდაცვითი გადასახადებიდან   93 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და ასევე,   2012 წელს 2002 წელთან შედარებით  40%–ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, შემოსავლები გადასახადებიდან იტალიაში 20% –ით გაიზარდა და შეადგინა 60 მილიარდი აშშ დოლარი.

   კომპანიების უმეტესობამ მდგრადი სტრატეგია აირჩია ისეთი გარემოებების გამო, როგორიცაა:  რისკების თავიდან აცილება, ხარჯების შემცირება, მთავრობის რეგულაციები,  დაინტერესებული მხარის მოლოდინი და ა.შ.  თითოეული ბიზნესი უნდა  მოერგოს იმ მდგომარეობას, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს გარემოსა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით და საკუთარი წვლილი შეიტანოს მისი უკეთესობისკენ შეცვლისათვის.

გლობალური მდგრადობის სტიმულირება და  მდგრადი ინიციატივების კატეგორიები

· ბუნებრივი რესურსების მოხმარების შემცირება: ორგანიზაციები მუდმივად უნდა იყვნენ მზად, რომ  შეაფასონ მათი საქმიანობა  და დაადგინონ სტრატეგიები, რომელთა შედეგადაც შეეძლებათ  ბუნებრივი რესურსების მოხმარების შემცირება.

·  განახლებად ენერგიაზე გადასვლა: ენერგიის განახლებადი წყაროები ასევე ხელს შეუწყობს ატმოსფეროში ნახშირბადის ემისიების შემცირებას. ასევე, განახლებადი ენერგია  საკმაოდ მიმზიდველია, რადგან იგი ამცირებს დანახარჯებს.

· ინოვაციები. მსხვილი კორპორაციები და კომპანიები ნერგავენ  წარმოების ინოვაციურ ტექნოლოგიებს. ამით ისინი აძლევენ მაგალითს შედარებით პატარა კომპანიებს და არიან სიახლის დამნეგრავები ბაზარზე.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) განსაზღვრავს 5,600-ზე მეტ გარემოსა და ენერგეტიკის გადასახადს. ამ გადასახადებიდან ყველაზე დიდი შემოსავალი ბიუჯეტში შემოდის იაპონიაში, იტალიასა და შეერთებულ შტატებში. 

გარემოსდაცვითი  გადასახადების ძირითადი  ტიპებია:

ნახშირბადის გადასახადი

A Cheaper Option to Turn Carbon Dioxide Into Synthetic Fuel - IEEE ...

გადასახადი, რომელსაც აწესებენ  ზოგადად ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორში. ტერმინი ნახშირბადის გადასახადი არის ნახშიროჟანგის გადასახადის  მსგავსი.  პირველისგან განსხვავებით ნახშიროჟანგის გადასახადი შეიძლება დაწესდეს   ნებისმიერი ტიპის სათბურის გაზზე ან სათბურის გაზების ერთობლიობაზე, რომელიც გამოიყოფა ნებისმიერი ეკონომიკური სექტორის მიერ. კვლევებმა აჩვენა, რომ ნახშირბადის გადასახადები ეფექტურად ამცირებს  სათბურის გაზების ემისიას. ეკონომისტები ზოგადად ამტკიცებენ, რომ ნახშირბადის გადასახადები ყველაზე ეფექტური გზაა კლიმატის ცვლილების შესარბილებლად და ის  ყველაზე ნაკლებად უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკაზე. 77-მა ქვეყანამ და 100-ზე მეტმა ქალაქმა უკვე აიღეო  ვალდებულება საკუთარ თავზე, რომ  მიაღწიონ წმინდა ნულოვან გლობალურ ემისიას 2050 წლისთვის.  2019 წლის მდგომარეობით, ნახშირბადის გადასახადები იქნა შემოღებული  ან დაგეგმილი განსახორციელებლად 25 ქვეყანაში.

გადასახადი ბუნებრივი რესურსების მოპოვებაზე

AVVISO PER LA SELEZIONE DI 12 GIOVANI (N. 6 FEMMINE E N. 6 MASCHI ...

რესურსები, რომლებიც ჩვეულებრივ ასოცირდება ამ გადასახადთან არის: ნავთობი, ბუნებრივი გაზი, ქვანახშირი, ურანი და მერქანი. გადასახადები ბუნებრივი რესურსების მოპოვებაზე  გამოიყენება იურისდიქციებში, სადაც რესურსების მოპოვების უმეტესობა ხდება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე ან/და იმ შემთხვევაში, როდესაც მიწისქვეშა მინერალები კერძო საკუთრებაშია (მაგალითად, შეერთებული შტატები). 


შემოსავლებზე დაფუძნებული ინდივიდუალური გადასახადები

Latest Fixed Deposit rates: What PNB, HDFC, SBI, Canara, ICICI ...

ეს გადასახადები გამიზნულია ძირითადად კერძო პირებზე, ვიდრე დიდ ბიზნესებზე.  ისინი შეიძლება წარმოგვიდგნენ სხვადასხვა გადასახადის ფორმით მაგ: გაზრდილი ბენზინის გადასახადი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს არ იყოს პოპულარული პოლიტიკა მოკლევადიან პერიოდში, ისტორიამ აჩვენა, რომ გრძელვადიან პერიოდში მუშაობს. მაგალითად, ლონდონში მსგავსი სახელმწიფო პოლიტიკის შეეგი იყო ის, რომ ავტომობილების მიმოსვლა  შემცირდა  30%-ით, ხოლო CO2-ის ემისია – 20% -ით.


მასტიმულირებელი დაბეგვრა. ამ ტიპის დაბეგვრა შეიძლება ვრცელდებოდეს როგორც ინდუსტრიულ, ისე საყოფაცხოვრებო სფეროებზე. ზემოთ ჩამოთვლილი გადასახადებისგან განსხვავებით, ეს ტიპი განსხვავებულად მუშაობს.  აღნიშნული დაბეგვრა აჯილდოვებს მათ, ვინც უფრთხილდება გარემოს, მაგალითად, მზის პანელის დაყენება და ამის შემდეგ შემცირებული გადასახადის განაკვეთი ხელს უწყობს სახლისა და ბიზნესის მეპატრონეებს, შეინარჩუნონ მდგრადი მეთოდები. ასევე, ასეთი მასტიმულირებელი დაბეგვრა უბიძგებს ადამიანებს, რომ არა დააბინძურონ, არამედ იზრუნონ გარემოზე.

ნარჩენებთან დაკავშირებული გადასახადები

The Challenge of Food Waste

ნარჩენები შეიძლება იყოს მყარი, თხევადი ან გაზის სახით წარმოდგენილი.  თითოეულ ტიპს აქვს განკარგვისა და მართვის სხვადასხვა მეთოდი. ნარჩენების მართვა ეხება ყველა სახის ნარჩენს, მათ შორის, სამრეწველო, ბიოლოგიურ და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ნაგავსაყრელების არასწორი მართვისა და მიღებული სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, ნარჩენებმა შეიძლება სერიოზლი საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას. ნარჩენები წარმოიქმნება, ასევე, ადამიანის საქმიანობით, მაგალითად, ნედლეულის მოპოვებითა და გადამუშავებით. ნარჩენების მართვა მიზნად ისახავს ნარჩენების უარყოფითი გავლენის შემცირებას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე .

ეკონომისტების გარკვეული ნაწილის აზრით, გადასახადებს, რომლებიც შეიძლება შემცირდეს ან  ჩანაცვლდეს გარემოსდაცვითი გადასახადების ხარჯზე, წარმოადგენს:

  • სახელფასო გადასახადები;
  • საშემოსავლო გადასახადი;
  • გადასახადები გაყიდვებზე;
  • კორპორატიული გადასახადები;
  • ქონების გადასახადი;

საგადასახადო პრინციპები:

  • გარემო გადასახადები უნდა იყოს გამიზნული დამაბინძურებელი ქცევისაკენ, გამონაკლისის გარეშე.
  • დაბინძურების არეალების მსგავსად ეკოლოგიური გადასახადი და მისი შედეგები უნდა იყოს მასშტაბური.
  • გადასახადის განაკვეთი უნდა შეესაბამებოდეს გარემოზე მიყენებულ ზიანს.
მწვანე გადასახადები პრაქტიკაში

დანიაში წყლის მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა გარემოსდაცვითი გადასახადების კომბინაციით – წყალმომარაგების გადასახადი (41%), დღგ (20%), წყლის გადასახადები (12%), მწვანე გადასახადები (14%), ცვლადი გადასახადები (9%), ჩამდინარე წყლების გადასახადი (2%) და კანალიზაციის გადასახადი (2%).
ირლანდია: პოლიეთილენის პარკების 15%-ით (0,15 ევრო) გაძვირებამ, ამ ჩანთების მოხმარება 92%-ით შეამცირა და ხელი შეუწყო გარემოსთვის უსაფრთხო ჩანთების გამოყენებას.


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

EY-global-sustainability-taxes;

https://www.oecd.org/environment/taxes-on-polluting-fuels-are-too-low-to-encourage-a-shift-to-low-carbon-alternatives.htm

ასევე იხილეთ: მდგრადი არქიტექტურა.

მარიამ გერგედავა

მარიამ გერგედავა

მარიამ გერგედავა არის პლატფორმის ერთ-ერთი წევრი. ბოლო 2 წელია დაინტერესებულია მდგრადი განვითარების სფეროთი. მარიამი არის საერთაშორისო ორგანიზაცია oikos-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის წევრი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami