მდგრადი განვითარების მიზანი 5

მდგრადი განვითარების მიზანი 5: გენდერული თანასწორობა

იხილეთ მიზანი „გენდერული თანასწორობა“.


მაშინ, როდესაც ათასწლეულის განვითარების მიზნების ფარგლებში (გოგოებისთვის და ბიჭებისთვის დაწყებით განათლებაზე  თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ჩათვლით) მსოფლიომ მიაღწია გენდერულ თანასწორობას და ქალთა გაძლიერებას, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ქალები ჯერ კიდევ არიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი.

გენდერული თანასწორობა არის არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტალური უფლება,  არამედ საჭირო საფუძველი მშვიდობიანი, წარმატებული და მდგრადი მსოფლიოსთვის.

სამწუხაროდ, დღეისათვის, 12 თვიან პერიოდში 15 წლიდან 49 წლამდე ასაკის ყოველი მეხუთე აცხადებს მათი პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ან სექსუალური შევიწროვების შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე მსოფლიოს მასშტაბით 49 ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული შიდა კანონმდებლობა ქალების ოჯახური ძალადობისგან დასაცავად.

პროგრესი მიმდინარეობს მიუხედავად ზიანისმომტანი ისეთი პრაქტიკის არსებობისა, როგორებიცაა ბავშვთა ქორწინება და ქალის გენიტალიების დასახიჩრება, რაც გასული დეკადის განმავლობაში შემცირებული იქნა 30%-ით, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, რათა სრულად აღმოიფხვრას ასეთი პრაქტიკის არსებობა. ქალებისათვის განათლებაზე,  ჯანდაცვაზე, ღირსეულ სამუშაოებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე, მათი წარმომადგენლობა პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკას და დიდ სარგებელს მოუტანს საზოგადოებას და ზოგადად, კაცობრიობას. სამუშაო ადგილზე ქალთა თანასწორობისათვის ახალი სამართლებრივი ჩარჩოების დანერგვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი პრაქტიკის აღმოფხვრა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რათა დასრულდეს მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული გენდერული დისკრიმინაცია.

ქვემიზნები მიზნისთვის „გენდერული თანასწორობა:

  • ყველა ადგილას ქალებისა და გოგონების მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა
  • ყველა ქალისა და გოგონას მიერ საჯარო და კერძო სფეროებში ძალადობის ყველა ფორმის, მათ შორის ტრეფიკინგის და სექსუალური და სხვა ტიპის ექსპლუატაციის, აღმოფხვრა
  • ყოველგვარი მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა, როგორიც არის ბავშვთა ქორწინება, ადრეულ ასაკში და იძულებით ქორწინება, ასევე ქალთა წინადაცვეთა
  • აუნაზღაურებელი ზრუნვისა და საოჯახო საქმიანობის აღიარება და დაფასება საჯარო სერვისების, ინფრასტრუქტურისა და სოციალური დაცვის მომსახურების უზრუნველყოფის და საოჯახო მეურნეობასა და ოჯახში საზიარო პასუხისმგებლობის დამკვიდრების მეშვეობით
  • პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა სრული და ეფექტიანი მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების ყველა დონეზე ლიდერობისათვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა
  • სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვაზე და რეპროდუქციულ უფლებებზე საყოველთაო წვდომის უზრუნველყოფა, მოსახლეობისა და განვითარების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის შეთანხმებული  სამოქმედო პროგრამით და პეკინის სამოქმედო პლატფორმით, ასევე მათი გადასინჯვის მიზნით გამართული კონფერენციების დასკვნითი დოკუმენტებით
  • რეფორმების გატარება იმ მიზნით, რომ ქალებს მიენიჭოთ მამაკაცების თანასწორი უფლებები ეკონომიკურ რესურსებზე, ასევე წვდომა მიწისა და სხვა ფორმის ქონების, ფინანსური სერვისების, მემკვიდრეობისა და ბუნებრივი რესურსების ფლობაზე და კონტროლზე, ეროვნული კანონების შესაბამისად
  • მოწინავე ტექნოლოგიების, კერძოდ, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების გაფართოება ქალთა გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით
  • გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის ჯანსაღი პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავება და ყველა ქალსა და გოგონას შესაძლებლობების გაძლიერება

ზოგადი სტატისტიკა:

  • მსოფლიოს მასშტაბით 750 მილიონი ქალია დაქორწინებული 18 წლამდე ასაკში და სულ მცირე 200 მილიონი ქალი გამხდარა გენიტალიების დასახიჩრების მსხვერპლი მსოფლიოს 30 ქვეყანაში.
  • 15-19 წლამდე გოგოებისს მაჩვენებელი, რომლებიც მსოფლიოს 30 ქვეყანაში გამხდარან გენიტალიების დასახიჩრების მსხვერპლნი 2000 წელთან შედარებით, როდესაც გენიტალიების დასახიჩრების მსხვერპლი იყო ყოველი მეორე გოგო, შემცირებული იქნა 2017 წლის მონაცემებით, რომლის თანახმადაც, გენიტალიების დასახიჩრების მსხვერპლია ყოველი მესამე გოგო.
  • მსოფლიოს 18 ქვეყანაში ქმარს სამართლებრივად აქვს უფლება მეუღლეს აუკრძალოს მუშაობა; მსოფლიოს 39 ქვეყანაში გოგოებს და ბიჭებს არ აქვთ თანაბარი მემკვიდრეობითი უფლებები ხოლო, მსოფლიოს 49 ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს სათანადო კანონმდებლობა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა ქალების ოჯახური ძალადობისგან დაცვა.
  • უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ყოველი მეხუთე ქალი (რომელთა 19%-ს შეადგენს 15-49 წლამდე ასაკის ქალი) გამხდარა ფიზიკური ან/და სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი საკუთარი პარტნიორის მხრიდან. თუმცა, ჯერ კიდევ 49 ქვეყანას არ აქვს სათანადო კანონმდებლობა იმისათვის, რათა ქალები დაიცვას მსგავსი ძალადობისგან.
  • მაშინ, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით ქალებმა მნიშვნელოვნად გაიკვალეს გზა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათი წარმომადგენლობა ეროვნულ პარლამენტში შეადგენს 23.7%-ს, რაც ჯერ კიდევ შორს არის პარიტეტულობისგან.
  • ამ ეტაპზე ქალებს 46 ქვეყანაში უკავიათ ეროვნული პარლამენტის 30%-ზე მეტი მანდატი მინიმუმ ერთ პალატაში.
  • ქალების მხოლოდ 52%-მა მიიღო თავისუფლად გადაწყვეტილება მათი ქორწინების, სქესობრივი კავშირის, კონტრაცეპტივების გამოყენების ან ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ.
  • მსოფლიოს მასშტაბით ქალების მხოლოდ 13% არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი.
  • ჩრდილოეთ აფრიკაში ქალები ფლობენ ხუთიდან ერთზე ნაკლებ ანაზღაურებად სამუშაო ადგილს არასასოფლო-სამეურნეო სექტორში. ქალების პროცენტული რაოდენობა, რომლებიც დასაქმებულნი არიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გარდა სხვა ანაზღაურებად სფეროში 1990 წლიდან 2015 წლის პერიოდში გაიზარდა 35%-დან 41%-მდე.
  • 100-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო ზომები და გამოყო ბიუჯეტი გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად.

2000 წლის შემდეგ სამხრეთ აზიაში გოგოების ბავშვობაში ქორწინების რისკი შემცირებული იქნა 40%-ით.

იხილეთ ყველა მდგრადი განვითარების მიზანი ჩვენს ვებ-გვერდზე.

წყარო: https://www.un.org/sustainabledevelopment/gender-equality/

თამარ მაზმიშვილი

თამარ მაზმიშვილი

თამარი არის იურისტი 5+ წლიანი გამოცდილებით საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami