თეონა ეძგვერაძე
თეონა ეძგვერაძე — პლატფორმა sustainability.ge-ის გუნდის წევრი. თეონამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა. 2018 წელს ორჯერ გახდა Erasmus + სტიპენდიანტი და ერთი წლის მანძილზე ისწავლა საბერძნეთსა და გერმანიაში. გერმანიაში კობლენცის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად 5 თვის მანძილზე მუშაობდა Languages/International Affairs დეპარტამენტში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად, ღონისძიებების მენეჯერად და პროფესორის ასისტენტად.
2016 წლიდან გავლილი აქვს სტაჟირება სხვადასხვა ორგანიზაციაში, კერძოდ ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში და საქართველოს კონკურენციის სააგენტოში.
2016–2018 წლებში იყო oikos Tbilisi-ის წევრი და აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში.
თეონა მონაწილეობდა და მომხსენებელი იყო 10–ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, მისი სტატიები კი გამოქვეყნებულია 5–ზე მეტ ქვეყანაში.