კლიმატის ცვლილების გადაწყვეტები

ბუნებრივი გადაწყვეტები კლიმატისთვის: როგორ გამოვიყენოთ ბუნება კლიმატის კრიზისის დასაძლევად?

უკვე 2020 წელია. ჩვენ ოფიციალურად შევაბიჯეთ ათწლეულში, როდესაც უნდა გავუმკლავდეთ კლიმატურ კრიზისს. Რამდენადაც მეცნიერებაზე დაფუძნებული, წმინდა ნულოვანი ან ნეიტრალური ნახშირორჟანგის ემისიის მიზნის დასახვით  ბიზნესები ზრდიან თავიანთ ვალდებულებებს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად, ისინი აანალიზებენ, რომ არსებობს მრავალი, ჯერ კიდევ გამოუყენებელი შესაძლებლობა, იმუშაონ ბუნებასთან ერთად და არა მის წინააღმდეგ. ბუნებაზე დაფუძნებული კლიმატური გადაწყვეტილებები გვთავაზობენ  ცვლილების ბერკეტებს, რათა ამ მიზნებთან დაკავშირებით პროგრესი იყოს უფრო სწრაფი.

კომპანიებისთვის, რომლებიც ოპერირებენ მიწის დამამუშავებელ ინდუსტრიაში, ბუნებრივი კლიმატური გადაწყვეტილებები როგორებიცაა: ბუნების დაცვა, მიწის აღდგენითი და რეგენერაციული მენეჯმენტი,  მოხმარება დანაკარგების გარეშე, რესურსების აღდგენა და რეგენერაციული მიწის მენეჯმენტისაკენ მიმართული ქმედებები (რომლებსაც ნახშირბადი გამოყავთ ატმოსფეროდან) არის ყველაზე სანდო და ხშირად გამოუყენებელი ნახშირბადის შემცირების შესაძლებლობა. სტატიაში მოცემულია ოთხი კომპანიის: Danone, General Mills, Barry Callebaut და Braskem ისტორია, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ აკონტროლებენ გლობალური კომპანიები ტყის რესურსს და ნიადაგს, რათა დააჩქარონ მათი კლიმატის გაუმჯობესებისკენ მიმართული ქმედებები.

სანამ დავიწყებდეთ, განვიხილოთ წინმსწრები ისტორია. ის, რომ ბუნებრივი კლიმატის გადაწყვეტები სარგებლის მომტანია, ახალი არ არის. მეტიც, ბიზნესები მის გაზომვასაც ცდილობენ. ვინაიდან, იმისათვის, რომ რაიმე მართო, პირველ რიგში უნდა გაზომო.

ამ საჭიროებიდან გამომდინარე Quantis-მა გადაწყვიტა წამოეწყო კონკურენტული ინიციატივა – 40-ზე მეტ ორგანიზაციასთან ერთად განავითარა ბუნებრივი კლიმატის გადაწყვეტების აღრიცხვა, ე.წ. “Accounting for Natural Climate Solutions Guidance”. ეს არის სტანდარტული სათბურის აირების აღრიცხვის მეთოდოლოგია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გაიზომოს თუ რა გავლენა აქვს ქმედებებს მიწაზე და ახდენს მათ ინტეგრირებას კორპორაციულ ნაკვალევში და კლიმატისაკენ მიმართული ქმედებების გეგმაში. აღნიშნულმა მეთოდოლოგიამ შეასრულა კატალიზატორის როლი კომპანიებისთვის, რომელთაც შეუძლიათ გაზომონ შედეგები და ასევე მომავალი ანგარიშგების სტანდარტები.

წყარო: https://www.greenbiz.com/article/natural-climate-solutions-how-4-global-companies-leverage-nature-tackle-climate-crisis-sponsored

ნაბიჯი 1: გააცნობიერე და გაზომე შენი შედეგები

ბუნებრივი კლიმატის გადაწყვეტების დანერგვისას, პირველ რიგში, კომპანიამ უნდა გააცნობიეროს სად დგას იგი და იპოვოს მომავალი გზის საწყისი წერტილი. რაც გულისხმობს კომპანიის გავლენის იდენტიფიცირებას, რათა გააზრებულ იქნას როგორ შეიძლება შემცირდეს ემისიები თქვენი კომპანიის მიწოდების ჯაჭვში, მიწაზე დაფუძნებული გადაწტყვეტილებებით. იმისათვის, რომ შეაფასო შენი ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი რისკები (ძირითადად ტყეების გაჩეხვა და ცვლილებები მიწის გამოყენების შედეგად) დაიწყეთ ნახშირბადის დონის სკრინინგი ეროვნული მონაცემების საშუალო მაჩვენებლის გამოყენებით. როდესაც გამოავლენთ “კრიტიკულ ფაქტორებს” მიწოდების ჯაჭვში, შეგიძლიათ უფრო დეტალურად შეისწავლოთ მონაცემები რომ უკეთ ადევნოთ თვალყური პროგრესს.

ბრაზილიური პეტროქიმიური კომპანია Braskem აწარმოებს მცენარეულ პოლიეთილენის პლასტიკას შაქრის ლერწმისგან მიღებული ეთანოლით. როდესაც Braskem-ს სურდა შეეფასებინა შაქრის ლერწმისგან ეთანოლის წარმოების გავლენა  მიწის ცვლილებაზე, კომპანიამ იცოდა, რომ ბრაზილიის  ეროვნული მონაცემები იქნებოდა ძალიან ზოგადი იმისათვის, რომ გამოეყენებინათ მიზნობრივ სტრატეგიებში.

მეტად რომ ჩავუღმავდეთ, კომპანია შეუთანხმდა მის მომწოდებელს – Atvos, რომ შეეგროვებინა ინფორმაცია ბრაზილიური შაქრის ლერწმის მდელოების მიწის გამოყენებაზე გავლენა. აღნიშნულმა პროექტმა Braskem-ს მისცა მნიშვნელოვანი საფუძველი, რომელიც მას სჭირდებოდა კლიმატური სტრატეგიის, რისკის მართვისა და კომუნიკაციებისთვის.

ნაბიჯი 2: შეუერთდი შენს კლიმატის სტრატეგიას 

როდესაც თქვენმა კომპანიამ იცის თუ სად დგას, მას შეუძლია დასახოს გეგმა თუ სად სურს რომ იყოს. იმისათვის, რომ შექმნა სტრატეგია, კომპანიას სხვადასხვა გუნდის კოლაბორაციაა საჭირო.

ბუნებრივი კლიმატის გადაწყვეტებთან მუშაობა მოითხოვს აზროვნების შეცვლას იმ ბიზნესებში სადაც ტყის, ნიადაგის და სხვა რესურსების გამოყენების ინიციატივები განვითარდა კლიმატის სტრატეგიებისგან დამოუკიდებლად. ახლა, მიწაზე დაფუძნებული ინიციატივები შეიძლება გადაიქცეს ნახშირბადის შემცირების სტრატეგიად. აღნიშნული კი დაეხმარება ბიზნესებს ჩარჩოებში მოაქციონ საქმიანობა, რომელსაც აქამდე აკეთებდნენ და ფოკუსირება მოახდინონ ამბიციური კლიმატის სტრატეგიის შექმნაზე.

წამყვანმა საკვების კომპანიამ Danone დასახა კლიმატური მიზნები “მეცნიერებაზე დაფუძნებული მიზნების” ინიციატივით. რადგანაც ჰაერში ნახშირბადის ემისიის 60%  წარმოადგენს რძის პროდუქტისა და სხვა ნედლეულის ნარჩენს, Danone-მა განსაზღვრა რეგენერაციული სოფლის მეურნეობა, როგორც ნახშირბადის გამოყოფის შემცირების მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც ხელს უწყობს უფრო ჯანსაღი ნიადაგის არსებობას, ახდენს ნახშირბადის იზოლაციას და ასევე დადებითად მოქმედებს ფერმერებზე. გაეცანით,  როგორ დასახა Danone-მა მეცნიერებაზე დაფუძნებული მიზნები, რომელიც რეგენერაციულ ფერმერულ ინიციატივას სრულად აერთიანებს კლიმატისკენ მიმართულ სამოქმედო გეგმაში. 

ნაბიჯი 3: შეასრულეთ გეგმა თქვენს მიწოდების ჯაჭვში ჩართულ პარტნიორებთან ერთად

მას შემდეგ, რაც თქვენს ნახშირბადის კორპორაციულ სტრატეგიაში გააერთიანებთ მიწასთან დაკავშირებულ ემისიების შემცირების შესაძლებლობებს, დროა მიწოდების ჯაჭვში დანერგოთ ნახშირბადის შემცირების პროექტები და თვალყური ადევნოთ პროგრესს.

ეს არის სწორედ რაც მოხდა როდესაც Quantis მუშაობდა შოკოლადის მიმწოდებელთან – Barry Callebaut-თან ერთად განავითარა ინოვაციური მეთოდოლოგია, რომლითაც მიწის გამოყენების ცვლილების შეფასება და კაკაოს მოყვანის გავლენის შეფასება ხდება  ტყის გაჩეხვაზე. 

აღნიშნული მეთოდოლოგია აერთიანებს GPS მონაცემებს, სატელიტურ გამოსახულებებსა და ფერმების მონაცემებს, რათა Barry Callebaut-მა შეძლოს მიწოდების ჯაჭვში განსაზღვროს ის ეტაპები, რაც ჩარევას საჭიროებს. კომპანიას შეუძლია ითანამშრომლოს კაკაოს ფერმერებთან იმ ზონებში სადაც ყველაზე დიდი ზემოქმედება აქვ, რათა განახორციელოს ქმედებები, რაც აღმოფხვრის ტყის გაჩეხვასა და მიწის ცვლილებას.

ნაბიჯი 4: გააკეთეთ თქვენი პროგრესის ანგარიში და მოახდინეთ მისი კომუნიკაცია

თქვენი კომპანიის კლიმატის საკითებში პროგრესის გაზიარება მნიშვნელოვანი ასპექტია – თქვენ უნდა აღნიშნოთ ყოველი ნაბიჯი თქვენს ამ მოგზაურობაში. კომპანიის დაინტერესებულ მხარეებს სურთ იცოდნენ, რომ კომპანია სრულად ასრულებს მის ვალდებულებეს და აგრეთვე, სხვა კომპანიებს შეუძლიათ გაიზიარონ თქვენი გამოცდილება, აღნიშნული კი დააჩქარებს მდგრად ტრანსფორმაციას.

რეგენერაციული სოფლის მეუბნებობა გახდა ძირითადი საკითხი General Mills-ის კლიმატურ სტრატეგიაში, მას სურს ინდუსტრიის მასშტაბით ყურადღება გამახვილდეს ნიადაგის სიჯანსაღეზე. ამის მაგალითია მისი თანამშრომლობა საქონლის ხორცის მომწოდებელთან – White Oaks Pastures ბლეფტონში, ჯორჯიის შტატში.

“ცოდნის გაზიარებით, საუკეთესო პრაქტიკითა და ჩვენი მცდელობების შედეგად მიღებული გაკვეთილებით, რომლის მაგალითია ჩვენი თანამშრომლობა White Oak Pastures-თან, ვიმედოვნებთ, რომ გავაძლიერებთ დაინტერესებულ პირებს ჩვენს ღირებულებით ჯაჭვში – ფერმერებს, მომწოდებლებს, შიდა გუნდსა და მომხმარებლებსაც კი, დააჩქარონ ჰოლისტიკურ და რეგენერაციულ საკვებ ეკოსისტემაში გადასვლა.” განაცხადა მერი ჯეინ მელენდესმა, რომელიც წარმოადგენს General Mills-ის ვიცე პრეზიდენტს და მდგრადი განვითარებისა და სოციალური გავლენის მთავარ ოფიცერს.

ბრაზილიიდან ბლეფტონამდე საინტერესო დროა ბუნებრივი კლიმატის გადაწყვეტების გამოყენებისთვის. შემდეგ წელს სათბურის აირების პროტოკოლი გამოსცემს ნახშირბადის აღმოფხვრის სტანდარტს და გზამკვლევს მიწის სექტორისთვის, გამოიყენებს რა Quantis-ის მეთოდოლოგიას “ბუნებრივი კლიმმატის გადაწყვეტების აღრიცხვის გზამკვლევიდან” (Accounting for Natural Climate Solutions Guidance.) იმ დროისთვის, აღნიშნული გახდება მიწაზე დაფუძნებული სათბურის აირების გაავლენების ანგარიშგება სტანდარტული პრაქტიკა.

თქვენ გაქვთ ყველაფერი რათა შეუერთდეთ ბუნებრივი კლიმატის გადაწყვეტის გზას. ეს არის გადამწყვეტი ათწლეული კლიმატისკენ მიმართული ქმედებებისთვის. ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ ბუნებრივი კლიმატის გადაწყვეტილებებს.


წყარო: https://www.greenbiz.com/article/natural-climate-solutions-how-4-global-companies-leverage-nature-tackle-climate-crisis-sponsored

კლიმატის ცვლილებაზე მეტი ინფორმაციის გასაგებად იხილეთ ჩვენს პლატფორმაზე განთავსებული სხვა სტატიები.


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.

თეო ჩადუნელი

თეონა ჩადუნელი

თეონა ჩადუნელი არის საერთაშორისო ორგანიზაციის oikos-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის oikos Tbilisi-ის Alumni წევრი. 2017 წლიდან, სტუდენტურ ცხოვრებასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული oikos-ის საქმიანობაში, დაესწრო საერთაშორისო შეხვედრას ბარსელონაში. ამჟამად მუშაობს საერთაშორისო კომპანიაში ფინანსური აუდიტის მიმართულებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *