#MyMoneyMyPlanet (ჩემი ფული ჩემი პლანეტა) კამპანიაა, რომლის მიზანია არამდგრადი ბანკების შესახებ ცნობიერების ამაღლება. მდგრადი დაფინანსება კლიმატურ ცვლილებებთან გასამკლავებლად ერთ-ერთი მთავარი „ბრძოლის ველია“. შენ ბანკს შეუძლია წვლილი შეიტანოს მდგრად განვითარებაში. საჭიროა ვიცოდეთ თუ სად აბანდებს ის შენ ფულს: აფინანსებს ისეთ კომპანიებს, რომლებიც პლანეტის უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობენ თუ მათ, რომელთაც არც პლანეტის და არც მომავალი თაობის ბედი აღელვებთ.
დაუჭირე მხარი კამპანიას და შენი პლანეტის გამო მოსთხოვე ბანკს შენივე ფული შენსავე სასარგებლოდ დააბანდოს. ზემოთქმული ძალიან ადვილია: გადაიღე სურათი იმ ბანკის საკრედიტო ბარათით, რომლის მომხმარებელიც ხარ, ატვირთე სურათი სოციალურ ქსელში თეგით #MyMoneyMyPlanet და შეუერთდი ათასობით სტუდენტს მსოფლიოს გარშემო.
შენი აზრით რას შეიძლება ჰქონდეს 27-ჯერ უკეთესი შედეგი, ვიდრე ყოველდღიური ჩვევების მდგრადი მიმართულებით შეცვლაა? დიახ, არ ცდები. 27-ჯერ ეფექტიანი არამდგრადი ბანკის მდგრადით ჩანაცვლება.
რა უნდა გააკეთოს ბანკმა მდგრადი განვითარების მიმართულებით?!
პარიზის შეთანხმებამდე 2015 წ. მსოფლიოს უდიდესმა საინვესტიციო ბანკებმა 700 მილიარდ დოლარზე მეტი დააბანდეს ნავთობმწარმოებელ კომპანიებში, რამაც უფრო აგრესიულად გაზარდა ქვანახშირის, საწვავისა და ბუნებრივი აირის მოპოვება-მოხმარება. მიუხედავად საერთაშორისო მცდელობისა, შემცირდეს CO2-ის ემისია, ბანკები ისევ ასტიმულირებენ კლიმატურ ცვლილებებს ნავთობმწარმოებელი კომპანიების ინვესტირებით.
ოდესმე გიფიქრია, თუ სად მიდის შენი ფული როცა საბანკო ანგარიშზე შეგაქვს?!
ანგარიშზე შენახულ დანაზოგს ბანკი იყენებს კონპანიებსა თუ ინდივიდებზე კრედიტების გასაცემად. ბანკი ისეთ პროექტებშიც დებს ინვესტიციებს, რომლიდანაც მაღალ მოგებას ელოდება და ამ პროექტების უმეტესობა ნავთობმწარმოებელ ფირმებზე მოდის. ეს ნიშნავს, რომ ინდივიდი, რომელიც თავის ფულს არამდგრად ბანკებს ანდობს არაპირდაპირ უჭერს მხარს არაეთიკურ და მომხმარებლების ღირებულებების საწინააღმდეგო ქმედებას. მდგრადი დაფინანსების მნიშვნელობაც სწორედ აქედან იწყება.
ქვანახშირის ინდუსტრია ისევ მილიარდობით დოლარს იღებს ინვესტიციების სახით
წამყვანი ბანკები მილიარდობით აფინანსებენ ქვანახშირის მომპოვებელ კომპანიებს. ისინი არ ითვალისწინებენ არა მხოლოდ კლიმატურ ფაქტორს, არამედ ნედლი ნავთობის, ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის ფასების მერყეობას, თუმცა, ინვესტიციების გარდა სახელმწიფო სუბსიდიებსაც კი იღებენ, რათა „სტრატეგიულ რესურსებს ბრწყინვალება შეუნარჩუნონ“.
ფინანსურ ინდუსტრიას კრიტიკული როლი აკისრია გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა, Rainforest Action Network-ის ბოლო მოხსენება „Banking on climate change, 2020“ ადასტურებს, რომ ბანკების მიერ კლიმატურ ცვლილებებზე გავლენის შემცირება არ არის საკმარისი. ეს პარადიგმა შეგვიძლია ერთად შევცვალოთ „მდგრადი დაფინანსების“ ხელშეწყობით.
რა არის მდგრადი დაფინანსება?!
მდგრადი დაფინანსება გულისხმობს ინვესტირებისას სოციალური, გარემოსდაცვითი და მმართველობითი ფაქტორების გათვალისწინებას, რათა მივიღოთ ეფექტიანი სარგებელი მომხმარებლების და მთლიანი საზოგადოებისთვის. შეეცადე შენმა ფულმა შენივე ღირებულებებით იმუშაოს, შეუწყოს ხელი მდგრადი პროექტების განვითარებას.
Nordea-ზე დაყრდნობით, შეგვიძლია 27-ჯერ მეტად დადებითი გავლენა გვქონდეს სამყაროზე, თუ ჩვენ ფულს მდგრად/ეთიკურ ბანკებში შევინახავთ, ასე რომ, შემოუერთდი კამპანიას #MyMoneyMyPlanet (ჩემი ფული ჩემი პლანეტა), რომელიც ინიცირებულია Mattvest-ის მიერ და სთხოვე შენ ბანკს იყოს უფრო გამჭვირვალე და მიმართოს თავისი, უფრო მეტად კი, ჩვენი ფული მდგრადი ბიზნესებისკენ.
#MyMoneyMyPlanet
წყარო:
- Nathan. (2020, April 23). #MyMoneyMyPlanet: Where does my money go when I sleep? Plan A Academy: https://plana.earth/academy/mymoneymyplanet-banking-sustainable-finance-campaign/
- Banking on climate change – Fossil fuel finance report 2020 – Rainforest action network. (2020, March 18). Rainforest Action Network. https://www.ran.org/bankingonclimatechange2020/
- (n.d.). mattrvest. https://www.mattrvest.com/
გაეცანით დიანას სხვა სტატიებს ჩვენს პლატფორმაზე.
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.