ინგ. Fatigue of rocks/ Weathering
მინერალებისა და ქანების სახეცვლისა და დაშლის პროცესი დედამიწის ზედაპირზე მოქმედი ფიზიკურ-ქიმიური და ორგანული აგენტების გავლენით.
იგივეა, რაც დაშლა, რთული პროცესია და მიმდინარეობს ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური მოვლენების სახით. მთის ქანების დაშლის ეს პროცესები ერთდროულად მიმდინარეობს, მაგრამ შეიძლება ჭარბობდეს რომელიმე მათგანი, ამიტომ, იმის მიხედვით, თუ რომელი დომინანტობს ამ პროცესთაგან პირობით განასხვავებენ გამოფიტვის შემდეგ სახეებს: 1) მექანიკურ ანუ ფიზიკურ გამოფიტვას, 2) ქიმიურ გამოფიტვას, 3) ბიოლოგიურ გამოფიტვას.
წყარო:
« ლექსიკონში დაბრუნება