ინგლ.: glacier
დედამიწის ზედაპირზე არსებული ბუნებრივი ყინულის მასა, რომელიც სიმძიმის ძალის ზეგავლენით მოძრაობს. მყინვარი მიიღება იქ, სადაც თოვლი ბევრად მეტი მოდის, ვიდრე დნება. მაღალ განედებში მყინვარი ვაკეებზეც გვხვდება, დაბალ განედებში – მთებში. მყინვარის გადაადგილების სიჩქარე რამდენიმე სანტიმეტრიდან 200 მეტრამდე მერყეობს წელიწადში. სიჩქარე დამოკიდებულია მოსული თოვლის რაოდენობაზე, ფერდობის დახრილობასა და ზედაპირის აგებულებაზე.
არსებეობს მყინვარის შემდეგი სახეობები: ხმელეთის (ანტარქტიდა, გრენლანდია), შელფური და მთის. მსოფლიო მყინვარების საერთო ფართობი ხმელეთის ზედაპირის 11 %-ს შეადგენს.
ზღვაში ჩაცურებული ხმელეთის მყინვარის კიდეების მოტეხვით მიღებული მცურავი ან მეჩეჩზე აღმართული ყინულის გიგანტური ნატეხი არის აისბერგი.
« ლექსიკონში დაბრუნება