მინერალი

« Back to Glossary Index

ინგ. Mineral

განსაზღვრული ქიმიური შემადგენლობისა და კრისტალური აღნაგობის მქონე მყარი ბუნებრივი სხეული, რომელიც დედამიწის ქერქში ან მის ზედაპირზე მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესების პროდუქტია. ბუნებაში 4000-ზე მეტი მინერალი არსებობს. ხოლო, მინერალების შემსწავლელ მეცნიერებას მინერალოგია ეწოდება.

მინერალი გარეგნულად შეიძლება წარმოდგენილი იყოს მრავალწახნაგოვანი სხეულის, კრისტალის, სახით. ცალკეულ მინერალებს მათთვის დამახასიათებელი ფორმა გააჩნიათ: ქვამარილს (NaCl) – ჰექსაედრის (კუბის); კვარცს (SiO2) – ექვსწახნაგა პრიზმის; და სხვა.

წყარო: გეოლოგიის საფუძვლები; გურამ ღონღაძე, მარიამ ახალკაციშვილი.

« ლექსიკონში დაბრუნება

მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილი

მერი თინიკაშვილმა 2021 წლის ივლისში დაამთავრა ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის რეგიონალური და გარემოს ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა. ბაკალავრის საფეხურზე კი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებაზე. მერის ინტერესის სფეროა გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება.