ინგლ.: Catastrophic weather events
ისეთი ბუნებრივი სტიქიური მოვლენები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მსხვერპლი, ქონებისა და სოციალური გარემოს დაზიანება.
თავის მხრივ, ბუნების სტიქიური მოვლენები თავიანთი წარმოშობის მიხედვით სხვადახვა სახისაა:
გეოფიზიკური სტიქიური მოვლენები – მიწისძვრა, ცუნამი, ვულკანური ამოფრქვევა, მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ზვავი, ზედაპირის ჩამოშლა;
ჰიდროლოგიური სტიქიური მოვლენები – წყალდიდობა, ზვირთცემა, უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული მეწყრული პროცესები;
მეტეოროლოგიური სტიქიური მოვლენები – ძლიერი ქარი და წვიმა, ტროპიკული შტორმი, ექსტრემალური ტემპერატურები, სეტყვა, ნისლი;
კლიმატოლოგიური სტიქიური მოვლენები – გვალვა, გაუდაბნოება, ტყის ხანძრები, მყინვარული ტბის ნაპირებიდან გადმოსვლა;
ბიოლოგიური სტიქიური მოვლენები – ეპიდემია/პანდემია, ცხოველთა მასობრივი ამოწყვეტა (მაგალითად ტყის ხანძრების შედეგად), მწერებით დაინფიცირება და ა.შ.;
კოსმოსური წარმოშობის კატასტროფები – კოსმოსური ამინდი, დიდი ზომის მეტეორიტების ჩამოვარდნა და ა.შ.
სტიქიური მოვლენები შესაძლოა განსხვავდებოდნენ სიძლიერის, სიხშირის, ხანგრძლივობის, მოცული ფართობის, სიჩქარის, განვითარების მასშტაბის და დროში ცვალებადობის მიხედვით.
წყარო: https://www.sciencedirect.com
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება; გზამკვლევი სკოლებისთვის; თბილისი 2020
« ლექსიკონში დაბრუნება