ინგლ.: Conflagration
ხანძარი წარმოადგენს არაკონტროლირებადი წვის პროცესს, რომელიც იწვევს მატერიალურ ზარალს, ზიანს აყენებს ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ და სახელმწიფო ინტერესებს. ადგილმდებარეობის მიხედვით ხანძრები არსებობს: გარე (ტყის, ველის, სატრანსპორტო საშუალებებზე გაჩენილი ხანძრები) და შიგა ხანძრები (შენობა-ნაგებობებში, მაღაროებში, ტექნოგენური ხანძრები: მილსადენებზე, რეზერვურებში, ელექსტროსადგურებზე და ა.შ.). ხანძრის წარმოქმნის მიზეზი შესაძლებელია იყოს ბუნებრივი ან ანთროპოგენური ფაქტორი.
წყარო: https://www.ge.undp.org
« ლექსიკონში დაბრუნება