ღვარცოფი

« Back to Glossary Index

ინგლ.: Mudflow

 (სელური ნაკადი) ქვა-ტალახოვანი მასა, რომელიც მდინარის კალაპოტში გადაადგილდება. იგი წყლის და დიდი ოდენობით მთის ქანების ნაშალის (ნამსხვრევების), თიხოვანი ნაწილაკების, დიდი ქვებისა და ლოდების ნარევის დროებითი ნაკადია, რომელიც უეცრად წარმოიშობა მთის მცირე მდინარეების კალაპოტებსა და ხევებში. 

ღვარცოფული ნაკადები შემადგენლობის მხრივ ქვატალახიანი ან წყალქვიანია. ღვარცოფული ნაკადის მყარი შემადგენელი (მონატეხი და თიხოვანი მასა) შეიძლება იყოს:

 • გამოფიტვის; 

• მეწყრულ-გრავიტაციული პროცესების – ეროზიის, აკუმულაციის ან მათი კომბინაციის შედეგი. 

ღვარცოფული ნაკადების მაპროვოცირებელი მოვლენებია: 

• თავსხმა წვიმები 

• თოვლის ან მყინვარის სწრაფი დნობა; 

• ბუნებრივი ან ხელოვნურური წყალსატევების გარღვევა და სხვა.

წყარო:  კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება; გზამკვლევი სკოლებისთვის; თბილისი 2020

https://www.ge.undp.org

« ლექსიკონში დაბრუნება

გვანცა ლომიძე

გვანცა ლომიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი.