ინგლ.: Avalanche
გეოფიზიკური წარმოშობის დამანგრეველი ძალის სტიქიური უბედურება, რომელიც ვითარდება მთიან ადგილებში უხვი თოვლისა და ტემპერატურის ცვალებადობის შედეგად. ზვავს თან ახლავს ხმაური და გუგუნი, ხოლო გადაადგილებისას მოაქვს ჰაერის დიდი ნაკადი.
განასხვავებენ ორი ტიპის ზვავს – მშრალსა და სველს:
• მშრალი ზვავი შედგება ფხვიერი თოვლისაგან და გადაადგილებისას თან ახლავს ჰაერის ტალღა, რომელსაც დიდი დამანგრეველი ძალა აქვს;
• სველი ზვავი ხასიათდება მკრივი, ბლანტი თოვლისა და წყლის გარკვეული რაოდენობით. პერიოდს, როდესაც მოსალოდნელია ზვავის ჩამოწოლა, ზვავსაშიში პერიოდი ეწოდება. საქართველოში ზვავსაშიშ პერიოდად ითვლება იანვარ-მარტის თვეები.
წყარო: კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება; გზამკვლევი სკოლებისთვის; თბილისი 2020
« ლექსიკონში დაბრუნება