ეკოტურიზმი

« Back to Glossary Index

ინგლ.: Ecotourism

პასუხისმგებლობით აღსავსე მოგზაურობა ბუნებრივ ზონებსა და რეგიონებში, რომლის დროსაც ხდება გარემოს დაცვა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობა. იგი მოიცავს ინტერპრეტაციას და განათლებას. განათლება კი ითვალისწინებს როგორც ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პერსონალს, ისე სტუმრებს.

ტერმინი „ეკოტურიზმი” 1983 წლს დამკვიდრდა. ის მექსიკელმა ეკონომისტ-ეკოლოგმა ჰექტორ ცებალოს-ლასკურეინმა შემოიღო. ეკოტურიზმს იგი უწოდებდა მოგზაურობას „შედარებით ხელუხლებელ ან დაუბინძურებელ ბუნებრივ ტერიტორიებზე სპეციფიკური მიზნით, კერძოდ, განათლებისთვის, ბუნების პეიზაჟებით, მცენარეებითა და ველური ცხოველებით აღტაცებისა და ტკობობისთვის, ასევე – ამ ტერიტორიების კულტურული თავისებურებების შესასწავლად”.

წყარო:

https://ecotourism.org/what-is-ecotourism/

 http://mastsavlebeli.ge/?p=1084

« ლექსიკონში დაბრუნება

გვანცა ლომიძე

გვანცა ლომიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი.