ინგლ.: Gulf stream
თბილ დინებათა მძლავრი სისტემა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. ვრცელდება 10 ათ. კმ-ზე, ფლორიდის ნახევარკუნძულის სანაპიროებიდან შპიცბერგენისა და ახალი მიწის კუნძულებამდე. მისი წარმოშობის მიზეზია პასატური ქარების მიერ იუკატანის სრუტის გავლით მექსიკის ყურეში წყლის დიდი რაოდენობით მოდენა და ამის შედეგად მექსიკის ყურისა და მასთან მიმდებარე ატლანტის ოკეანის წყლების დონეთა შორის წარმოქმნილი მნიშვნელოვანი სხვაობა.
წყარო: https://geograpia.wordpress.com/2012/01/28/golfstr/
« ლექსიკონში დაბრუნება