ჰიდროელექტროენერგია

« Back to Glossary Index

ინგლ.: Hydroelectricity

ენერგიის ფორმა, რომელიც იყენებს გამდინარე წყლის ენერგიას ელექტროენერგიის საწარმოებლად. ჰიდროენერგეტიკული სისტემები გარდაქმნიან წყალში სიმაღლეზე დაგროვებულ პოტენციურ ენერგიას კინეტიკურ ენერგიად (ან მამოძრავებელ ენერგიად), რომელიც ატრიალებს ტურბინას ელექტრო ენერგიის საწარმოებლად.

     წყლით წარმოებული ენერგიის რაოდენობა დამოკიდებულია წყლის ნაკადის სიჩქარესა და წყლის ვარდნის სიმაღლეზე. სქემის შედეგიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად გარდაქმნის იგი წყლის ენერგიას ელექტრო ენერგიად (მაქსიმალური ეფექტურობა 90%-ზე მეტი, ხოლო მცირე სისტემებისთვის 60-80% უფრო რეალისტურია).

წყარო: http://www.trentglobal.edu.sg

« Back to Glossary Index

გვანცა ლომიძე

გვანცა ლომიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი.