მეწყერი

« Back to Glossary Index

ინგლ.: Landslide

სიმძიმის ძალით ნიადაგის ან ქანის მოწყვეტა და მისი სწრაფი გადაადგილება ფერდობის დახრილობის მიმართულებით. 

მეწყერის მიზეზია მიწის მასების წონასწორობის დარღვევა გრავიტაციულ და შეჭიდულობის ძალებს შორის, რასაც ფერდობის ძირის გამორეცხვა, გამოფიტვის ან უხვი ნალექების გამო ქანების სიმტკიცის შესუსტება, გრუნტის წყლების რეჟიმის დარღვევა, სეისმური ბიძგები ან ადგილის გეოლოგიური პირობების გაუთვალისწინებლად ადამიანის სამეურნეო საქმიანობა (ასაფეთქებელი სამუშაოები და სხვა) იწვევს.

წყარო: https://www.ge.undp.org

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება; გზამკვლევი სკოლებისთვის; თბილისი 2020

« ლექსიკონში დაბრუნება

გვანცა ლომიძე

გვანცა ლომიძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი.