ეკო-მეგობრული

ეკო-მეგობრული სავარჯიშო დარბაზი

ნათელია, რომ ვარჯიშის აზრი მდგომარეობს  გარკვეული ენერგიის დახარჯვაში. გიფიქრიათ იმაზე, რომ ამასობაში თქვენ შეგიძლიათ პარალელურად გახდეთ ენერგიის წყარო? დიახ, ეს შესაძლებელია! მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში უკვე გამოჩნდა რამდენიმე ასეული  ეკო-მეგობრული სავარჯიშო დარბაზი. ასეთი სპორტული დარბაზები იყენებენ  სპეციფიურ, კონფიგურაციულ, სავარჯიშო აღჭურვილობას, რომელიც პედლის მოძრაობას გარდაქმნის ელექტროენერგიად. შემდეგ ეტაპზე გამომუშავებული ელექტროენერგია გადანაწილდება ელექტროგადამცემი  საშუალებების გამოყენებით. ეკო-მეგობრული სავარჯიშო დარბაზი არ წარმოადგენს რაიმე ინოვაციას. ჰონგ-კონგში მდებარე სპორტულ დარბაზებში 2007 წლიდან აქტიურად იყენებენ ეკო-მეგობრულ სავარჯიშო  ტრენაჟორებს.

ბიზნეს-კომპანიების მდგრადი განვითარება არის ხელსაყრელი, როგორც საზოგადოებისათვის, ასევე  თვითონ ბიზნესისთვისაც. იგი ფართო გასაქანს აძლევს მომწოდებლებს, გარემოს დამცველებს, ფირმებს, რომლებიც ინვესტიციებს დებენ ეკოლოგიური ეფექტიანობის  ამაღლებაში. ასევე მათ, ვისაც შეაქვთ თავიანთი წვლილი სოციალური კეთილდღეობის ამაღლებაში. აქედან გამომდინარე იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ასეთი ტიპის ცვლილება განხორციელდება, ეკო-მეგობრულ დარბაზში ვარჯიშის მსურველი საკმაოდ ბევრი აღმოჩნდება.

ბრისტოლის ერთ-ერთ დარბაზში შეაჯამეს  1 თვის შედეგები.  გამომუშავებული ენერგია შეადგენდა 574 კილოვატ/საათს  და შედეგად დაიზოგა  258 კგ CO2. უფრო მეტი სიცხადისთვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ენერგია საკმარისი იყო პლაზმური ტელევიზორისთვის 158 დღის განმავლობაში,  ოთახის განათებისათვის 9573 საათის განმავლობაში და  მაცივრის თითქმის ორი წლით   ასამუშავებლად.

ეკო-მეგობრული დარბაზი

ამერიკაში პორტლენდის მწვანე სავარჯიშო დარბაზი Technogym-ის აღჭურვილობის დახმარებით იყენებს 85%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას. მისი ნახშირბადის ნაკვალევი  კვადრატულ მეტრზე დაახლოებით  მეათედით შემცირდა.

ჩემი ყურადღება მიიქცია ასევე The Great Outdoor Gym Company (TGO)-მ, რომელიც არის პირველი კომპანია, რომელმაც დაამონტაჟა ეკო-მეგობრული ტრენაჟორები სკვერებში.  ისინი ძირითადად გამოიყენება ტელეფონების, აიპადების და სხვა მოწყობილებების  დასატენად.

იმ შემთხვევაში თუ ეკო-მეგობრული ტრენაჟორები გამოყენებული იქნება მსოფლიოს  ყველა სპორტულ დარბაზში,  მაშინ ვარაუდობენ, რომ CO2–ის შემცირება  ჰაერში  საშუალო ძრავის მქონე ავტომობილების მიერ დედამიწის 10 000-ჯერ შემოვლით წარმოქმნილი ემისიის  ტოლი  იქნება.

არსებობს ასევე რამდენიმე გზა რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ფიტნეს დარბაზი ეკო-მეგობრული გავხადოთ. ესენია:

1) ჭკვიანი თერმოსტატი.

მაგალითად, Nest Learning Thermostat დაგეხმარებათ, ეფექტურად დაარეგულიროთ ტემპერატურა თქვენს სტუდიაში. ტელეფონის საშუალებით ტექნოლოგიას გადაეცემა ინფრომაცია ეკო-ტემპერატურის რეჟიმზე გადასვლის შესახებ.

2) ეკოლოგიური ნათურები.

ეკო ნათურა გამოირჩევა ეკოლოგიური თვისებებით. დღეს არსებული მოძველებული მანათობელი ტექნოლოგიები ხელს უწყობს ატმოსფეროს დაბინძურებას დიდი რაოდენობის CO2-ის ხარჯზე.

3) ეკო-მეგობრული საწმენდი საშუალებები.

უნდა აირჩიოთ დარბაზის საწმენდი საშუალებები, რომლებიც არ შეიცავს ტოქსინებსა და ქიმიკატებს.


გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.go-green.ae/greenstory_view.php?storyid=1149

https://www.theguardian.com/sustainable-business/2015/apr/01/the-fat-burning-and-energy-producing-gyms


გაეცანით მარიამის კიდევ ერთ სტატიას: კლიმატის ცვლილება და Covid-19.


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.

მარიამ გერგედავა

მარიამ გერგედავა

მარიამ გერგედავა არის პლატფორმის ერთ-ერთი წევრი. ბოლო 2 წელია დაინტერესებულია მდგრადი განვითარების სფეროთი. მარიამი არის საერთაშორისო ორგანიზაცია oikos-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის წევრი და ამავე ორგანიზაციის სტუდენტური პრეზიდენტი 2020-21 წლებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close Bitnami banner
Bitnami