ქეით რავორთი თავის წიგნში “დონატის ეკონომიკა” საუბრობს 7 ძირითად პრინციპზე თუ როგორ უნდა იფიქროთ როგორც 21-ე საუკუნის ეკონომისტმა, რომელთაგან მეშვიდე არის: “იყავი აგნოსტიკური ზრდის მიმართ”.
შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო ჩვენ მიერ თარგმნილი ქართული სუბტიტრებით, ან გაეცნოთ მოკლე შინაარსს ტექსტის სახით.
“მე-20 საუკუნეში მშპ-ს ზრდა გახდა ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი მიზანი. იმდენად მთავარი, რომ მთავრობები, ბიზნესი და ფინანსური ბაზრები ელოდნენ, მოითხოვენ და ეყრდნობიან უსასრულო ზრდას თვით მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქვეყნებშიც კი.
პოლიტიკოსები მოსახლეობას პირდებიან უკეთეს მომავალს, სთავაზობენ მწვანე ზრდას, ინკლუზიურ ზრდას, ჭკვიან, მოქნილ ან ბალანსირებულ ზრდას – აირჩიეთ ნებისმიერი მომავალი, ნებისმიერი, მთავარია აირჩიოთ ზრდა.
ასე, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკა, რომლებიც უნდა გაიზარდონ, მიუხედავად იმისა, მიაღწევენ თუ არა წარმატებასა და განვითარებას.
…თუმცა რაც ჩვენ რეალურად გვჭირდება ეკონომიკის აღორძინება და განვითარებაა, მიუხედავად იმისა ის იზრდება თუ არა. ეკონომიკა, რომლებიც ბევრად უფრო გადანაწილებაზე და ღირებულების შექმნაზე არის ორიენტირებული, ასევე არის რეგენერაციული, მუშაობ არა სასიცოცხლო ციკლის წინააღმდეგ არამედ მასთან თანხვედრაში.
ეკონომიკა, რომელშიც მშპ უბრალოდ არის ბაზარზე ყველა საქონლის ღირებულება რომელიც შეიძლება შეიცვალოს, ხან გაიზარდოს, ხანაც შემცირდეს, ტრანსფორმაციის პარალელურად.
და რა გვჭირდება აღნიშნულის მისაღწევად?”
„იყავი აგნოსტიკური ზრდის მიმართ“ შვიდიდან მეშვიდე პრინციპია. იხილეთ დანარჩენი პრინციპების ამსახველი ვიდეოები აღნიშნული წიგნის („დონატის ეკონომიკა“) მიხედვით:
- შეცვალე მიზანი!
- დაწერე ახალი ისტორია!
- გამოწვრთენი ადამიანის ბუნება!
- გახდი საზრიანი სისტემასთან ერთად!
- გახდი საზრიანი სისტემასთან ერთად!
- შექმენი რეგენერაციისთვის!
იხილეთ მეტი ქეით რევართისა და დონატის ეკონომიკის შესახებ ვებ-გვერდზე: https://www.kateraworth.com/