ინგლ.: Conservation
მომავალი თაობებისთვის შენარჩუნების მიზნით დედამიწის ბუნებრივ რესურსებზე (ჰაერი, სასარგებლო წიაღისეული, მცენარეები, ნიადაგი, წყალი, ფლორა და ფაუნა) ზრუნვა და მათი დაცვა. იგი მოიცავს სახეობების, ჯიშებისა და ეკოსისტემების მრავალფეროვნების შენარჩუნებას.
კონსერვაცია დაცვის (Preservation) მსგავსი ტერმინია. მიუხედავად იმისა რომ ორივე ბუნების დაცვას ეხება, ისინი სხვადასხვა გზით ცდილობენ ამ ამოცანის შესრულებას. კონსერვაცია ადამიანის მიერ ბუნების მდგრად გამოყენებას ისახავს მიზნად ისეთი საქმიანობებისთვის, როგორიცაა ნადირობა, ხე-ტყის დამზადება, სამთო მოპოვება, ხოლო დაცვა გულისხმობს ბუნების დაცვას ადამიანის ნებისმიერი სახის ზემოქმედებისგან.
წყარო: https://www.nationalgeographic.org
« ლექსიკონში დაბრუნება