მდგრადი ინოვაცია

ინოვაციური გადაწყვეტილებები მდგრადი განვითარებისთვის

ინოვაცია ეს არის სიახლის სინონიმი. ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება  ეკონომიკურ სისტემებში სიახლეების დანერგვა და ათვისება, ასევე, ამ პროცესის შედეგი. ინოვაციის შემსწავლელი მეციერებაა ინოვატიკა. ინოვატიკის საგანს წარმოადგენს: იდეების გენერირების მეთოდები,  ინოვაციის წყაროები, დანერგვის დაბრკოლებები, სტიმულები, განვითარების შესწავლა  და ა.შ. მსოფლიო გამოწვევებმა წინა პლანზე წამოწია მდგრადი ინოვაცია. მდგრადი ინოვაცია არის პროცესი, რომლის დროსაც  გარემოსდაცვითი, სოციალური, ფინანსური მოსაზრებები  ინტეგრირებულია კომპანიის სისტემებში იდეის წარმოქმნიდან  კომერციალიზაციამდე. ეს ეხება პროდუქტებს, მომსახურებებსა და ტექნოლოგიებს, ასევე ახალ ბიზნესებსა  და ორგანიზაციის მოდელებს. მდგრადი ინოვაცია არის ინოვაციის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და საინტერესო მიმართულება.

 გარემოს გაუმჯობესების კონტექსტში შეიძლება ინოვაციის განისაზღვროს ოთხი ძირითადი დონე:

  1. თანდათანობითი. ამ დონეს ახასიათებს არსებული პროდუქციის მცირე, პროგრესირებადი გაუმჯობესება;
  2. რედიზაინი. არსებული პროდუქციის  ახალი დიზაინის შექმნას გულისხმობს. კომპანიები ირჩევენ მათთვის ტექნიკურად მისაღებ გაუმჯობესების დონეს. 
  3. ფუნქციური ან  პროდუქტის ალტერნატივები. ახალი პროდუქტის ან მომსახურების კონცეფციები, იგივე, ფუნქციური საჭიროების დასაკმაყოფილებლად, მაგ. ტელეკონფერენცია, როგორც მოგზაურობის ალტერნატივა;
  4. სისტემური.  ეს არის ინოვაციის დონე, რომელიც მაქსიმალურადაა მორგებული მდგრადი საზოგადოების გემოვნებაზე;

ჩნდება კითხვა, თუ რატომ არის ინოვაცია და მდგრადობა ერთმანეთთან ასე მჭიდროდ დაკავშირებული? ეს არის ერთობლივი, პოზიტიური, პრაგმატული და ოპტიმისტური ძალისხმევა, რომელიც მთელ მსოფლიოს დაეხმარება ისეთი საკითხების მოგვარებაში, როგორიცაა: სიღარიბე, გარემოს დაბინძურება, რესურსების სიმცირის ფუნდამენტური გამოწვევები და ა.შ. ორგანიზაციულ დონეზე, ტერმინი მდგრადი  ინოვაცია უკავშირდება პროდუქტის/მომსახურების და პროცესის დიზაინს, აგრეთვე, კომპანიის სტრატეგიას.

განვიხილოთ კონკრეტული საშუალებები, რომელთა საშუალებითაც ხდება მდგრად განვითარებაში ინოვაციების დანერგვა:

1. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება

ჩვენ გვჭირდება ტექნოლოგია, რომელიც ადამიანებს მონაცემთა უზარმაზარი ოდენობის მართვაში და გამოყენებაში დაეხმარება. სწორედ ამაში და არამარტო გვეხმარება ხელოვნური ინტელექტი (AI – Artificial Intelligence). იანვრის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე,  კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე და მასთან დაკავშირებულ რისკებზე. 

განხილულ საკითხებს შორის იყო ხელოვნური ინტელექტის როლი მდგრად განვითარებაში მაგ: ელექტრონული ავტომობილები, რომლებიც ხელს უწყობს ემისიების შემცირებას ეკო-მამოძრავებელი ალგორითმების საშუალებით;  ენერგიის ქსელების გაუმჯობესება; ჭკვიანი სოფლის მეურნეობა, რომელიც ზრდის ინდუსტრიის რესურსების ეფექტიანობას, ამცირებს წყლის, სასუქებისა და პესტიციდების გამოყენებას; ამინდისა და კლიმატის პროგნოზირება; ასევე, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნილი ინტელექტუალური ქალაქები.

რისკებს შორის, რომლებიც უნდა შეფასდეს და გვესმოდეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტის სამყაროში გადავდივართ, არის: გადაწყვეტილების არასწორი მიღება, მიკერძოება, დაბალი გამჭვირვალობა და რა თქმა უნდა, სამუშაო დანაკარგები.

2. 3D ბეჭდვა ნარჩენების შემცირებისთვის.

შეიძლება ნარჩენების მართვა ციფრული იყოს? მიუხედავად იმისა, რომ 3D ბეჭდვა ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდშია, GreenBiz-მა შეადარა ტრადიციული წარმოების მეთოდები 3D წარმოების მეთოდებს. ტრადიციული მეთოდით დიდი რაოდენობის ნარჩენები მიემართება ნაგავსაყრელში. 3D წარმოების შემთხვევაში  პროდუქტი „დაბეჭდილია“ თითქმის ნულოვანი ნარჩენებით. 3D ბეჭდვის დროს  გამოყენებული თერმოპლასტიკა ასევე, უფრო მდგრადია. მაგალითად, პოლილაქტიკური მჟავა (PLA) არის შაქრისგან წარმოქმნილი პოლიმერი, რომელიც ყველაზე ხშირად მზადდება სიმინდისგან. თერმოპლასტიკის გადამუშავება, ასევე, რამდენიმეჯერაა შესაძლებელი.

3. Seabin: ოკეანეების უსაფრთხო დასუფთავება

მდგრადი ინოვაცია

ეს ჭკვიანი მოწყობილობა გამოიგონეს ენდრიუ ტურტონიმ და პიტ ჩეგლინსკიმ, სერფერებმა, რომელთაც სურდათ გაეწმინდათ მსოფლიოს ოკეანეები. Seabin-ს შეუძლია შეაგროვოს პლასტმასებიი, სარეცხი საშუალებები და ზეთი.ყუთის შიგნით არის ტომარა, რომელიც „ხაფანგში აქცევს“ ნარჩენებს. წყალქვეშა წყლის ტუმბო ახდენს მასში წყლის ცირკულაციას. წყალი შემდეგ გადაედინება მარინადში, ტოვებს ნაგავსა და ნამსხვრევებს სპეციალურ სათავსო ტომარაში.ამ მოწყობილობას შეუძლია შეაგროვოს 3.9 კგ მცურავი ნარჩენები დღეში, ან 1.4 ტონა – წელიწადში.

4. Sundrop Farm: ენერგოეფექტიანი სოფლის მეურნეობა.

ენერგოეფექტიანი ფერმები ცნობილია სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ტრადიციულ მეურნეობასთან შედარებით საჭიროებს ნაკლებ რესურსებს. სათბურის ოპერაციები დამოკიდებულია კონცენტრირებულ მზის ენერგიაზე.

5. შენობები, რომლებიც სუნთქავენ

დიდი პანელები (16,2 x 7 მეტრი) მონტაჟდება ახალ, ან ძველ შენობებზე. ისინი ქუჩიდან იწოვენ დაბინძურებულ ჰაერს, რომელიც შემდეგ პანელებისა და მცენარეების საშუალებით იფილტრება. წყალმცენარეები ისუნთაქვენ CO2- ს და სხვა დამაბინძურებლებს და გამოყოფენ ფოტოსინთეზირებულ ჟანგბადს ქუჩაში ან შენობის ინტერიერში.მოგვიანებით, წყალმცენარეებს იყენებენ სასუქების, ბიოპლასტმასის, კოსმეტიკური საშუალებების და სხვათა წარმოებისთვის.კომპანია ირწმუნება, რომ PhotoSynthetica პანელების ორმა კვადრატულმა მეტრმა შეიძლება იმდენივე CO2 აითვისოს, როგორც 1-მა ხემ.

6. დაუსრულებელი რვეული

„Rocketbook Everlast“ არის 36 გვერდიანი რვეული, რომლის გვერდებზე წარწერების წაშლა შესაძლებელია ნესტიანი ქსოვილით.ამ დაუსრულებელ რვეულს შეუძლია მრავალი ხის გადარჩენა. ამას ემატება ისიც, რომ ამ პროდუქტის შეძენისას კლიენტის სახელზე რგავენ 1 ხეს.

7. „The Edge“ – მდგრადი ინოვაცია შენობებში

ჭკვიანი შენობის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითი – „The Edge“ მდებარეობს ამსტერდამში. დაახლოებით 32000 სენსორის მეშვეობით, „The Edge-ში“ იგებენ კონკრეტული ოთახების მოხმარების სიხშირეს და დატვირთულობას, ინფორმაცია გადაიცემა ავტომატურად და ამის მიხედვით მოქმედებს დამლაგებელთა ჯგუფი. ასევე, სენსორები ხალხის რაოდენობის მიხედვით არეგულირებენ ჰაერის გაჯანსაღებას და გასუფთავებას, შენობის მენეჯერს აწვდიან ინფორმაციას თავისუფალი ადგილების/ოთახების რაოდენობაზე დღის განმავლობაში და მათ მიერ დაზოგილ ან გახარჯულ ენერგიაზე.

8. ქალაქის დასახლებულ პუნქტებში, სადაც ხშირია დასაშვებ ნორმაზე მაღალი ხმაურის შემთხვევები, მონტაჟდება ხმის საზომი ჭკვიანი მოწყობილობების სისტემა. მოწყობილობები ერთმანეთის მიყოლებით ერთიანდებიან ხმაურის დონის მონიტორინგის ქსელში და რეალურ დროში ზომავენ ხმაურის მაჩვენებლებს. შესაბამისად, როდესაც ხმაურის მაღალი დონე გარკვეული დროის განმავლობაში გრძელდება, ანუ სახეზეა კანონის დარღვევის შემთხვევა, ხმის მზომი მოწყობილობები რადიოქსელის საშუალებით გადასცემენ კოორდინატებს და ინფორმაციას სპეციალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც, თავისი მხრივ, პოლიციას აწვდის.

9. სხვადასხვა ქალაქების მონაცემებზე დაყრდნობით, გარე LED განათების „დაჭკვიანება“ სისტემის ენერგო-ეფექტიანობას ზრდის 25–30%-ით. ხოლო ტრადიციული ნათურების ჭკვიანი LED განათებით ჩანაცვლება კი საერთოდ 75%-მდე თანხას ზოგავს.ჭკვიანი განათების სისტემით უზრუნველყოფილი ნათურების არასაჭირო დროს გამორთულობა ან ნაკლები სიკაშკაშე, გარდა ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი დანაზოგისა, ასევე ნაკლებ ნახშირორჟანგსაც გამოყოფს და შედეგად, ნაკლებად აბინძურებს ჩვენს გარშემო სასუნთქ ჰაერსა და გარემოს.

10. ნარჩენების მართვის ჭკვიანი სისტემა ითვალისწინებს ნაგვის კონტეინერებში სპეციალური სენსორების დამონტაჟებას, რომლებიც აღიქვამენ კონტეინერის სისავსის დონეს. აღნიშნული ინფორმაცია დაბალი ენერგო-მოხმარების რადიოკავშირის ტექნოლოგიით გადაეცემა მართვის ცენტრში განთავსებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აწარმოებს ანალიზსა და გეგმავს ნაგვის მანქანების მოძრაობის ოპტიმალურ მარშრუტებს.

ამ პროგრამული სისტემით სარგებლობა შეუძლია როგორც ცენტრალური სადისპეჩეროს ოპერატორებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე უშუალოდ ნაგვის მანქანის მძღოლებსაც, რომლებიც ავტომობილში დამონტაჟებულ ტაბლეტზე თუ სმარტფონზე იღებენ რუქაზე დატანილ სამოქმედო ინსტრუქციასა და მოძრაობის მარშრუტებს.


გამოყენებული ლიტერატურა სტატიისთვის „მდგრადი ინოვაცია“:

https://www.engieimpact.com/insights/five-fascinating-energy-sustainability-innovations
https://katerva.net/about/sustainable-innovation
https://nexy.tech/chkviani-qalaqi/

ასევე იხილეთ: გლობალური უთანასწორობა ეკონომიკურ ჭრილში.


სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ გამოხატავდეს sustainability.ge-ს შეხედულებებს.


მარიამ გერგედავა

მარიამ გერგედავა

მარიამ გერგედავა არის პლატფორმის ერთ-ერთი წევრი. ბოლო 2 წელია დაინტერესებულია მდგრადი განვითარების სფეროთი. მარიამი არის საერთაშორისო ორგანიზაცია oikos-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის წევრი და ამავე ორგანიზაციის სტუდენტური პრეზიდენტი 2020-21 წლებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *