მდგრადი განვითარების მიზანი 4

მდგრადი განვითარების მიზანი 4: ხარისხიანი განათლება

იხილეთ მიზანი „ხარისხიანი განათლება“.


ხარისხიანი განათლება არის მდგრადი განვითარების აუცილებელი წინაპირობა. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ინკლუზიურ განათლებაზე წვდომა ადგილობრივ მოსახლეობას მისცემს იმ ყველა მექანიზმს, რაც საჭიროა მსოფლიოს წინაშე არსებული უდიდესი გამოწვევების ინოვაციური გადაწყვეტისათვის.

ამჟამად 265 მილიონზე მეტი ბავშვი ვერ იღებს სასკოლო განათლებას, მათ შორის 22% არის დაწყებითი  განათლების ასაკის ბავშვი. ამასთანავე, ის ბავშვებიც კი, რომლებიც სკოლაში დადიან, განიცდიან საბაზისო უნარების ნაკლებობას წერა-კითხვასა და მათემატიკაში. გასული ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული ყველა საფეხურის განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, ამასთანავე, გაიზარდა გოგონების სკოლაში ჩარიცხვის მაჩვენებელიც. საგრძნობლად გაუმჯობესდა წიგნიერების ძირითადი უნარ-ჩვევები, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი საყოველთაო განათლების მიზნის მისაღწევად. მაგალითისათვის, მსოფლიომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია გოგოებისა და ბიჭებისათვის დაწყებით განათლებაზე ხელმისაწვდომობის თანასწორობის კუთხით, თუმცა აქედან მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ მიაღწია იგივე შედეგს განათლების მომდევნო, ზედა საფეხურებზე.

ხარისხიანი განათლების ნაკლებობის მიზეზია სათანადოდ მომზადებული მასწავლებლების ნაკლებობა, სკოლებში არსებული ცუდი პირობები და სოფლად მცხოვრები ბავშვებისათვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის არარსებობა. იმისათვის, რათა სიღარიბეში მცხოვრებმა ბავშვებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება, საჭიროა საგანმანათლებლო სტიპენდიებში ინვესტიციების განხორციელება, მასწავლებლების გადასამზადებელი სემინარები და სკოლის შენობების წყლით და ელექტროენერგიით უზრუნველყოფა.

ქვემიზნები:

  • 2030 წლისთვის ყველა გოგონასა და ბიჭისთვის სრულად უფასო, თანასწორი და ხარისხიანი დაწყებითი და საშუალო განათლების მიღების უზრუნველყოფა, რაც მათ შესაბამის და ქმედით სასწავლო შედეგებს მოუტანს
  • 2030 წლისთვის ყველა გოგონასა და ბიჭისთვის ადრეულ ასაკში განვითარების, ზრუნვისა და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რათა ისინი მზად იყვნენ დაწყებითი განათლებისათვის
  • 2030 წლისთვის ყველა ქალისა და მამაკაცისათვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ტექნიკური, პროფესიული და საშუალო და უმაღლესი განათლების, მათ შორის საუნივერსიტეტო განათლების, უზრუნველყოფა
  • 2030 წლისთვის იმ ახალგაზრდებისა და ზრდასრული ადამიანების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა, რომელთაც აქვთ დასაქმებისთვის, ღირსეული სამუშაოსთვის და მეწარმეობისთვის შესაფერისი უნარები, მათ შორის ტექნიკური და პროფესიული უნარები
  • 2030 წლისთვის განათლებაში უთანასწორობების აღმოფხვრა და მოწვლადი ადამიანებისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, მკვიდრი მოსახლეობისა და მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისთვის განათლებისა და პროფესიული სწავლების ყველა დონეზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა
  • 2030 წლისთვის ყველა ახალგაზრდის და ზრდასრული ადამიანების მნიშვნელოვანი რაოდენობის, როგორც ქალების, ისე მამაკაცების მიერ წერა-კითხვისა და არითმეტიკის ცოდნის მიღწევის უზრუნველყოფა
  • 2030 წლისთვის უზრუნველყოფილ იქნას ყველა მოსწავლის მიერ მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად ცოდნისა და უნარების შეძენა, მათ შორის მდგრადი განვითარებისა და ცხოვრების მდგრადი წესის, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, მშვიდობისა და ძალადობისგან თავისუფალი კულტურის ხელშეწყობის, გლობალური მოქალაქეობის, ასევე კულტურული მრავალფეროვნების და მდგრად განვითარებაში კულტურის წვლილის აღიარებისაკენ მიმართული განათლების მეშვეობით
  • ბავშვებზე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ორიენტირებული და გენდერულად მგრძნობიარე სასწავლო დაწესებულებების მშენებლობა და განახლება. ყველასათვის უსაფრთხო, არაძალადობრივი, ინკლუზიური და ეფექტიანი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა
  • 2020 წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდოს განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში უმაღლესი განათლების მიღების, მათ შორის პროფესიული გადამზადებისა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ტექნიკური, საინჟინრო და სამეცნიერო პროგრამების შესწავლის მიზნით არსებული სტიპენდიების რაოდენობა განვითარებად ქვეყნების წარმომადგენლებისათვის, კერძოდ კი, ყველაზე ნაკლებად განვითარებული, მცირე კუნძულოვანი განვითარებადი და აფრიკული ქვეყნებისათვის
  • 2030 წლისთვის კვლიფიციური მასწავლებლების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა, მათ შორის განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში და მცირე კუნძულოვან განვითარებად სახელმწიფოებში მასწავლებელთა ტრენინგის მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით

გაეცანით ყველა მიზანს ჩვენს ვებ-გვერდზე: მდგრადი განვითარების მიზნები.

წყარო: https://www.un.org/sustainabledevelopment/education/

თამარ მაზმიშვილი

თამარ მაზმიშვილი

თამარი არის იურისტი 5+ წლიანი გამოცდილებით საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებში.

ერთი კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *