10 განსხვავება CSR-სა და ბიზნესის მდგრადობას შორის

10 განსხვავება CSR-სა და ბიზნესის მდგრადობას შორის

იხილეთ 10 განსხვავება CSR-სა და ბიზნესის მდგრადობას შორის:

1.ხედვა

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტატეგია ორიენტირებულია წარსულზე, იმისკენ თუ რა გააკეთა ბიზნესმა გასული თუნდაც 12 თვის განმავლობაში საზოგადოების საკეთილდღეოდ.

მდგრადი სტრატეგია ორიენტირებულია მომავალზე, გეგმავს ბიზნეს პროცესებში ისეთ ცვლილებებს, რომელიც გამოიწვევს უფრო მეტ დაცულობას მომავალში (ნარჩენების შემცირებას, მდგრადი მიწოდების ჯაჭვების უზრუნველყობას, ახალი ბაზრების განვითარებას, თავისი ბრენდის შექმნას.) 

2.მიზნები

CSR-სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს პოლიტიკოსები, გავლენიანი ლობისტური ჯგუფები და მედიის წარმომადგენლები.

ბიზნესის მდგრადი სტრატეგია მიმართულია მთლიან მიწოდების ჯაჭვზე – მომწოდებლიდან ოპერაციამდე, პარტნიორამდე, მომხმარებლამდე.

3.ბიზნესი

CSR ემსგავსება უფრო პირფერობას და არის მოქნილი სიტუაციის შესაბამისად.

მდგრადობა ეხება მთლიანად ბიზნესს.

4. მენეჯმენტი

CSR იმართება საკომუნიკაციო ჯგუფების საშუალებით.

მდგრადობა კი ინტეგრირებულია მთლიან ოპერაციებსა და მარკეტინგში.. 

5. ჯილდო

CSR-ში ინვესტიცია წახალისებულია პოლიტიკოსების მიერ.

მდგრადობაში ინვესტიცია კი წახალისებულია საზოგადოების მიერ (“საბოლოოდ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები, რომლის მიხედვითაც ვასკვნით, რომ  მაღალი მდგრადობის კომპანიები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ კომპანიის ეფექტურობას გრძელვადიან პერიოდში როგორც საფონდო ბირჟის, ისე ფინანსური თვალსაზრისით”).

6.მართვა 

CSR განპირობებულია განვითარებულ ბაზრებზე რეპუტაციის დაცვის აუცილებლობით.

მდგრადობა გამოწვეულია განვითარებად ბაზრებზე შესაძლებლობების შექმნის აუცილებლობით.

7. გავლენა

CSR- მოკლევადიანი ზემოქმედების შემცირების ინიციატივა, რომელიც დროებით ქმნის ბრენდს.

მდგრადი სტრატეგია – CSR–სგან განსხვავებით, გრძელვადიან ხედვაზე მუშაობს. მდგრადობის ინიციატივა ფოკუსირდება ნარჩენების წყაროზე. შესაძლოა, შეიმუშაოთ ახალი პროდუქტი, ან შეცვალოთ წარმოების პროცესები, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ გამოყენებული რესურსები.

8. დრო 

CSR -არის ანტიკვარული, ის მოიცავს ისეთ საქმეებს, რომელიც წარსულში გაკეთდა, რათა ხელი შეუწყოს ერთი საზოგადოების პროექტს, ან სხვა საკითხს.

ბიზნესის მდგრადობა -ხასიათდება,როგორც ფუტურისტული. ძალიან ადვილი შესამჩნევია, რომ ბიზნესის მდგრადობის ამოსავალი დებულებაა მომავალი, სამომავლო ფიქრი გეგმავს ბიზნესის შენარჩუნებას და მის გაუმჯობესებას.

9. CSR ძირითადად გარეგანია, ხოლო ბიზნესის მდგრადობა როგორც შინაგანი, ისე გარეგანი

CSR-მიისწრაფვის გარე დაინტერესებული მხარეების ინტერესების დაცვისკენ.

ბიზნესის მდგრადობა – მოიცავს ბიზნესის შიდა დაინტერესებულ მხარეებს, აგრეთვე კომპანიას, თუ როგორ აწარმოებს ბიზნესი წარმატებულად თავის საქმიანობაში. 

10. პრაქტიკოსები

 CSR პრაქტიკოსებს ჩვეულებრივ აქვთ კომუნიკაციისა და მარკეტინგის უნარები,

 ხოლო მდგრადობის პრაქტიკოსებს  აღნიშნული საკითხების ოპერაციებში ინტეგრირების უნარები დამატებით.

მდგრადობა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა განსხვავებულია, მაგრამ მაინც დაკავშირებული. თუ მდგრადობა არის ბურგერი, CSR არის ფუნთუშა. CSR მიზნად ისახავს ბრენდის ნდობას შექმნას კარგი თვალსაზრისით და აქტუალური საკითხების მოგვარებას. ბიზნესის მდგრადობა არის მოქმედება გრძელვადიანი ზემოქმედებისკენ და უზრუნველყოფს ჯანმრთელ პლანეტას, უსაფრთხო საზოგადოებების ფორმირებას და ძლიერი ეკონომიკას მომავალი თაობებისთვის.


წყაროები სტატიისთვის „10 განსხვავება CSR-სა და ბიზნესის მდგრადობას შორის:


იხილეთ აგრეთვე

CSR-ის დრო დასრულდა

სალომე ცხოიძე

სალომე ცხოიძე

სალომე ცხოიძე არის საერთაშორისო ორგანიზაციის oikos-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის oikos Tbilisi-ის Alumni წევრი. 2017 წლის ივლისიდან-2018 წლის ივლისამდე სალომე იყო oikos Tbilisi-ის სტუდენტური პრეზიდენტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *